უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ივნისი, 2019 11:43
font-size

ღვინის პროფესიონალები ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან ქართულ ღვინოს ეცნობიან

ღვინის პროფესიონალები ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media’’-ის დირექტორის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგის ხელმძღვანელობით, საქართველოს სტუმრობენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის ტურის ფარგლებში სომელიეებისა და იმპორტიორებისგან შემდგარი 18-კაციანი ჯგუფის წევრებმა ღვინის საწარმოები ქართლსა და კახეთში მოინახულეს.

მათივე ცნობით, თბილისში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინის დეგუსტაცია, სადაც სტუმრებმა 54 ღვინის კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინოები დააგემოვნეს, რითაც ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება მიეცათ, ჩინეთისა და და ჰონგ-კონგის ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, პროფესიონალებისგან რჩევები და რეკომენდაციები მიეღოთ.

აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგის ჯგუფის წევრები, მათი მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, ძირითადად ორიენტირებული არიან პრემიალური ხარისხის და მაღალი საფასო კატეგორიის ღვინოებზე.

ჩინეთი ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია და ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მესამე ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში 3 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 27%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ხვალ თბილისში ებრაული კულტურის ევროპული დღე აღინიშნება

20 ოქტომბერი, 2019 , 16:00

21 ოქტომბერს, 18:45 სთ. თბილისში, სასტუმრო „ვინდამ გრანდში“ (ლ. გუდიაშვილის 3) გაიმართება ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ორგანიზატორია „ისრაელის სახლი“. მესამე

ნათია თურნავამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი დაშავებული ქალბატონი მოინახულა

19 ოქტომბერი, 2019 , 19:42

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გურამიშვილის გამზირზე დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალბატონი მოინახულა. „კლინიკაში ამ დრომდე რჩება ერთი პაციენტი,

ვამაყობ ამ გადაწყვეტილებით, რომლის ძალა იმერეთმა და ქუთაისმა მომცეს - თეიმურაზ შაშიაშვილი

19 ოქტომბერი, 2019 , 18:32

დღეს 21 - ე წელია, უახლესი ისტორიის ერთ-ერღი დრამატული მოვლენებიდან, როცა ქუთაისთან, გუბისწყალთან აკაკი ელიავას შეიარაღებული ძალები შეაჩერეს და თბილისისკენ არ გამოუშვეს.  იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი თეიმურაზ შაში

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს რაც დაუზიანდათ, დავეხმაროთ აღდგენაში-კახა კალაძე

19 ოქტომბერი, 2019 , 16:15

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ეგურამიშვილის 30 ნომრიდან რთ-ერთ სასტუმროში გადაყვანილი ოჯახები მოინახულა. როგორც მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახების გადაყვანა სასტუმროებში ხდება დროებით და იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა

ჩემი ძირითად ამოცანაა არა 10 წლიან სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობა, არამედ ჩვენი ხალხისთვის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში დახმარება - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 15:50

პროფესიული, განათლებული, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა, კარგი სამედიცინო მომსახურეობა, ძლიერი, კეთილსინდისიერი და სამართლიანი სამართალდამცავი სისტემა - ეს ყველაფერი ქმნის ძლიერ სახელმწიფოს, - ამის შესახებ გიორგი გახარია

დღეს ეკონომიკურად ქვეყანა მდიდარი ვერ არის, მაგრამ ჩვენია - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 15:25

დღეს ეკონომიკურად ქვეყანა მდიდარი ვერ არის, მაგრამ ჩვენია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლში, მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფომ ყველანაირი