უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 თებერვალი, 2017 12:45
font-size

გია ცერცვაძე, ოჯახთან ერთად პოლიტიკურ თავშესაფარს უკრაინაში ითხოვს

ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ოჯახთან ერთად ითხოვს.

მისი ადვოკატის ქსენია პროკონოვამ მოთხოვნა შესაბამის უწყებაში უკვე შეიტანა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებას 3-4 თვე სჭირდება.

პროკონოვას თქით, გია ცერცვაძე თავას არა საქართველოსგან, არამედ რუსეთისგან იცავს, რადგან მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ სურს პოლიტიკური თავშესაფარი უკრაინაში, იგი თავს იცავს არა საქართველოსგან, არამედ რუსეთსიგან, სადაც მისი სიცოცხლე დიდ საფრთხეშია. ჩვენ უკვე წარვადგინეთ ყველა საჭირო დოკუმენტი შესაბამის უწყებაში. გადაწყვეტილების მიღებას სამი, ან ოთხი თვის ვადაში ველოდებით. გია ცერცვაძე პოლიტიუკური თავშესაფრის მიღებამდე უკრაინაში დარჩება“,-განმარტა ადვოკატმა.

თავად გია ცერცვაძემ, ტელეკომპანია რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში გაფრენამდე საქართველოს აეროპორტში არ გააფრთხილეს, რომ ინტერპოლის მიერ გამოცხადებულ ძებნაშია, ნიშნავს იმას, რომ არ შეუძლია უსაფრთხოდ იგრძნოს თავი საქართველოში.

„მე არ ვენდობი ჩვენი ქვეყნის ერთეულ სტრუქტურებს. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რომ საიდუმლო დოკუმენტაცია, რომელიც ინახებოდა მარტო შესაბამის უწყებებში, რატომღაც მოხვდა რუსეთის ფედერაციის ხელში. ეს მარტო მე არ მეხება. სხვა მებრძოლების შესახებ, რომლებიც სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები არიან, მათი მასალებიც გადაცემულია რუსეთზე. რუსეთმა უკვე დაიწყო ე.წ. ნადირობა იმ ხალხზე, ვინც იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში”, - განაცხადა გია ცერცვაძემ.

გარდა ამისა ვიცე-პოლკოვნიკი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მის შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდეს და მსგავს ფაქტს უკვე ჰქონდა ადგილი.

შეგახსენებთ, რომ 48 წლის გია ცერცვაძეზე ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა.

2017 წლის 15 იანვარს ცერცვაძე უკრაინის სამართალდამცავებმა დააკავეს, 17 იანვარს კი, კიევის სასამართლომ 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა უკრაინის მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, გია ცერცვაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 16:56

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომა

ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე

17 ნოემბერი, 2025 , 13:51

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა

17 ნოემბერი, 2025 , 13:08

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინ

ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ - ისინი პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოში შეძლებენ

17 ნოემბერი, 2025 , 12:57

„ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ც

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება, ბიზნესომბუდსმენი გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში

17 ნოემბერი, 2025 , 12:42

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განა