უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 დეკემბერი, 2018 16:25
font-size

გია ვოლსკი კითხვაზე, რატომ არ ჩანს ივანიშვილი : ხშირად ჩანს ტელევიზიით მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ აქამდე არც ჭკვიანური უთქვამს რამე და არც სასარგებლო საქართველოსთვის

„ყველა მოქმედება, რომელიც ოპოზიციას აქამდე ახასიათებდა და ალბათ, მომავალშიც სხვას არ უნდა ველოდოთ, მიმართულია დესტაბილიზაციისა და დესტრუქციისკენ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 16 დეკემბერს შესაძლოა, ოპოზიციამ პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში აქცია გამართოს.

„მე არ ვფიქრობ, რომ მათი ქცევა შეესაბამება თანამედროვე, საერთაშორისო, დემოკრატიულ პრინციპებსა და იმ ტრადიციას, რომელიც ევროპულ ქვეყანას უნდა ახასიათებდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ოპოზიციას მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიცია ცდილობს, ხმაური გამოიწვიოს ამ საკითხზე.

„ერთადერთი მიზანი ოპოზიციის ის არის, რომ ხმაური გამოიწვიოს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ საკმაოდ ვრცელი და ინტენსიური მსჯელობა გვქონდა, მათ შორის საზოგადოებაში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას“, - განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე, რატომ არ ჩანს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ვოლსკიმ უპასუხა, რომ „გამოჩენა-არგამოჩენასთან დაკავშირებით მე ვიტყოდი, რომ ხშირად ჩანს ტელევიზიით მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ აქამდე არც ჭკვიანური უთქვამს რამე და არც სასარგებლო საქართველოსთვის“.

საკვანძო სიტყვები:

ოპოზიციამ უნდა დაასრულოს გადაბრალების პოლიტიკა და გააანალიზოს მარცხი - ხათუნა ლაგაზიძე

23 მაისი, 2019 , 12:15

ფაქტია რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ვერ ახერხებს საზოგადოების მოთხოვნებთან ადაპტირებას, მეორე კი ხელისუფლებასთან გარიგებას არჩევს. ჯერჯერობით არც ახალი და კარგად ორგანიზებული პოზიტიური ძალები ჩანან, არადა ამომრჩევლის 50% მა

რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი - სალომე ზურაბიშვილი

23 მაისი, 2019 , 12:15

მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მხოლოდ შევახსენებ, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალი

განიხილება ძალიან ბევრი დეტალი - საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა 23-24 მაისს ბაქოში გაიმართება

23 მაისი, 2019 , 12:15

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა 23-24 მაისს ბაქოში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და

გიორგი გახარია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

23 მაისი, 2019 , 11:00

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როსარია პუგლისის შეხვდა. შსს -ს პრესამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში უსაფრთ

სააკაშვილი რატომ უნდა დავაბრუნოთ? თუ შეიძლება, დაიტოვეთ ის აქ სადმე, ვისაც უნდა - სალომე ზურაბიშვილი

23 მაისი, 2019 , 11:00

მიხეილ სააკაშვილის დრო წავიდა, მან ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეაბილიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე – &

დავით ზალკალიანი ანდრეა შუმახერს შეხვდა

23 მაისი, 2019 , 10:50

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, დადები