უკან

პოლიტიკა

16 სექტემბერი, 2019 15:50
font-size

გია ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, არ დაუწესდეს რუსეთს სანქციები - გიგა ბოკერია

დღეს მოხდა აღიარებითი ჩვენება, გია ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, არ დაუწესდეს რუსეთს სანქციები, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ მხრიდან დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი, უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება და რომ პარლამენტი „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

„კარგი, ჩვენ ძალიან ცუდები ვართ. ახლა მთავრობაში არიან რვა წელია, რას აკეთებენ, რათა შეამცირონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დევნა რუსებისგან, ჩვენი სუვერენიტეტის შელახვა. თვითონ ხომ გვეუბნებოდნენ აქამდე, ვცდილობთ საერთაშორისო ზეწოლას, ოღონდ ჭკვიანურადო და დღეს მოხდა აღიარებითი ჩვენება. გია ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, არ დაუწესდეს რუსეთს სანქციები. ანუ ივანიშვილის გუნდისგან გამჭვირვალობის პირდაპირ ახალ დონეზე გავედით, რომ არ ცდილობენ, რუსეთს ჰქონდეს რამე საერთაშორისო ტკივილი, რომ ჩვენ ნაკლები ტკივილი მოგვაყენოს, ხომ ეს არის ლოგიკა.

ღიად გამოაცხადეს მძევლებად ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ. მართალია, მათი რიცხვი ძალიან შემცირდა, მაგრამ ღიად მძევლებად გამოაცხადეს. პირდაპირ თქვეს, ჩვენ არაფერს ვიზამთ, რომ მერე იმ ხალხს არ ავნონ. უნდა ვიცოდეთ, ტერორისტებთან მოლაპარაკებებში იმიტომ არ შედიან, რომ ამით წახალისება ხდება შემდგომი ტერორიზმის. როგორც კი მთავრობა ამას აცხადებს, რომ მე არ ვავნებ რუსეთს, რომ იქ ჩვენ ქართული წარმოშობისა და საქართველოს მოქალაქეებს რამე არ უქნას, ეს არის დაპატიჟება რუსეთის ფედერაციის, რომ ეს ბერკეტი გამოიყენოს. ომზე კი არ არის ლაპარაკი, ომზე საერთოდ არ არის საუბარი, ეს მათი პროპაგანდაა. ტკივილიც არ უნდა შეუქმნან. უკრაინის გამო რომ სანქციები დააკისრეს ამერიკამ და ევროკავშირმა რუსეთს, უკრაინას მტრობენ ამით? ეს მართლა აბსურდის ახალი დონეა. უკრაინის გამო სანქციებს უჭერენ მხარს, საკუთარმა ქვეყანამ რა დაუშავა?“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, გიგა ბოკერიამ ანაკლიის პორტის პროექტზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, თუ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის შემქმნელებისა და განმახორციელებლების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ პროექტს ხელს უშლიან.

„თუ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის შემქმნელების და განმახორციელებლების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რომელიც დაიწყო ივანიშვილის საჯარო განცხადებებით, ეს ბუნებრივია მეტყველებს იმაზე, რომ ამ პროექტს ხელს უშლიან. და რატომ უშლიან? უკვე ვხედავთ და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ საკითხში რუსული გავლენაა, და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ეჭვიანობა ნებისმიერი პროექტის მიმართ, რომელიც არ არის მისი კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო

19 ოქტომბერი, 2019 , 19:03

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაური დეპუტატებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ სახელმწიფო საიდუმლოებ

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ, ის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 18:17

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ,ის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დიმიტრი მედვედევის განცხადებასთან

გიორგი გახარია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

18 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუნ ჰი-სანგის შეხვედრის მთავარი თემ

მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების მინისტრმა არაიკ არუთიუნიანი რეფორმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

18 ოქტომბერი, 2019 , 15:25

ერევანში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი მინისტრმა არაიკ არუთიუნიანი ორ ქვეყანას შორის

მეთიუ ბრაიზაც კი ვერ მალავს საფრთხეებს, რომელიც რასმუსენის იდეის უკან დგას - ნინო ბურჯანაძე

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

მეთიუ ბრაიზა კვლავ აცოცხლებს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, რასმუსენის იმ იდეას, რომელიც კვიპროსის მოდელით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გულისხმობს, - ასე პასუხობს “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის"

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობას შეხვდა

17 ოქტომბერი, 2019 , 16:30

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაერო-ს კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც გაერო-ს მუდმივი კოორდი