უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

20 ნოემბერი, 2018 15:40
font-size

გია აბაშიძე - ქვეყნის მასშტაბით დარღვევების ასე ექსტრაპოლირება და არჩევნების ლეგიტიმაციაზე მითითება მეორე ტურამდე პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობას წააგავს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „სამართლიანი არჩევნების“ [ISFED] ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ამომრჩეველზე ზეწოლის უპრეცედენტო და შემაშფოთებელ მასშტაბებზეა საუბარი და აცხადებს, რომ შესაძლოა, დარვევებსა და ხარვეზებს აქვს ადგილი სხვადასხვა რაიონში, ცალკეულ უბანზე, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ამის ასე ექსტრაპოლირება და არჩევნების ლეგიტიმაციაზე მითითება გადაჭარბებულია და მეორე ტურამდე პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობას წააგავს.

აბაშიძის თქმით, ორგანიზაციის ბოლოდროინდელი ანგარიშების შინაარსობრივ ფორმაზე რამდენიმე შეკითხვა ჩნდება:

„საინტერესოა, ხომ არ გასცდნენ ისინი მიუკერძოებელი დამკვირვებლის ფარგლებს ვარაუდის დონეზე არსებული ვითარების აღსაწერად?- კარგად გადამოწმებული ფაქტები და მათი მიწოდება კომპეტენტური სტრუქტურებისათვის სამართლიანი და დროული გამოძიების მოთხოვნით, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზოგადი და ჰიპერბოლური ალარმიზაცია”,- აცხადებს აბაშიძე.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყოველთვის ოპერატიულად რეაგირებს დარღვევების მსგავს ფაქტებზე და ყველას მოუწოდებს სამართალდამცველებს კონკრეტული ფაქტები მიაწოდონ.

„არ მინდა ამ ჭრილში განვიხილო ISFED-ის ანგარიშები, მაგრამ რატომღაც გამახსენდა ახლახანს გავრცელებული ამბავი. „რუსთავი2“-ის გადაცემა P.S.-მა გვაუწყა, რომ თურმე ბიზნესმენზე ძალადობდნენ პროკურორები. შემდეგ გაირკვა, რომ ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა და სულ სხვა ყოფით შემთხვევას შეეხებოდა.“ - განაცხადა გია აბაშიძემ რომლის თქმითაც, მსგავსი რამ, ოღონდ მტკიცებით ფორმაში გვესმოდა ოპოზიციისგან არჩევნების პირველ ტურამდე, თუმცა 29 ოქტომბერს და შემდეგ, საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომელსაც მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, სულ სხვა სურათი წარმოაჩინეს და აღნიშნეს, რომ ამ არჩევნებმა „პროფესიონალურად მაღალ დონეზე, მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ“ ჩაიარა.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რასაც ხაზგასმით ვხედავთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიგნებებში, არ აისახება ზოგიერთი ადგილობრივი არასამთავრობოს ანგარიშში, როდესაც გვესმის „რუსთავი2“-ს ხელმძღვანელისა და მისი მიმდევრების საჯარო განცხადებები სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა დასჯაზე და ამომრჩეველთა ამ სეგმენტის ბულინგზე.

NS

ძველი და უკვე გაცვეთილი ანეკდოტია - მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო - გიგა ბოკერია

10 დეკემბერი, 2018 , 17:30

ძველი ანეკდოტია ერთი - მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გავრცელებულ ინფორმაციას ხელისუფლებაში საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით. მი

ვინც ამ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი ვერ იქნება - მამუკა ბახტაძე შესაძლო საკადრო ცვლილებზე

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

აუცილებლად განვახორციელებთ მმართველობითი სისტემის მოდერნიზაციას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შედეგების სისწრაფე მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ბუნებრივია, ვინც ამ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი ვერ იქნება, - ასე უ

მამუკა ბახტაძემ უარყო, რომ დედამისს სასამართლოში უჩივლა

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

“რუსთავი2”-ის ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომელშიც საუბარი იყო პრემიერისა და მისი დედის სამართლებრივ დავაზე, მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, შაბათის კურიერში გასული სიუჟეტი მტკნარი

შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული - მამუკა ბახტაძე პურის ფასის ზრდაზე

10 დეკემბერი, 2018 , 15:30

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, პურის ფასის ზრდა შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული. ბახტაძემ შესაბამის ორგანოებს დაავალა, უმოკლეს ვადაში დაადგინონ თუ რა ხდება ამ მიმართულებით. „

შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? - ნინო კალანდაძე

8 დეკემბერი, 2018 , 16:10

„ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო. ჩვენში კი უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა“, - წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კალანდაძე. „შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც

შემოსავლების სამსახური არ არის პოლიტიკური უწყება და მისი მიდგომა კომპანიისადმი კონსტრუქციული უნდა იყოს - ფინანსთა მინისტრის მოადგილე „ომეგა ჯგუფზე“

7 დეკემბერი, 2018 , 20:29

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა „ომეგა ჯგუფისადმი“ ხელოვნური ბარიერების შექმნას გამორიცხავს. ამის შესახებ 1tv.ge წერს. მისი თქმით, შემოსავლების სამსახური არ არის პოლიტიკური უწყება და მისი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`