უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 იანვარი, 2020 15:22
font-size

გიგა ბოკერია „ენდიაის“ კვლევაზე - ოპოზიცია აშკარად ჯაბნის „ქართულ ოცნებას“, „ევროპული საქართველოსთვისაც“ კარგი მონაცემებია

ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის, უბრალოდ, ჩვენი ამოცანაა, ეს განხორციელდეს ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის ხარჯზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომლითაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

ბოკერიას თქმით, კვლევა ასახავს „იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა“.

ამასთან, ბოკერიას განცხადებით, კვლევამ აჩვენა, რომ ოპოზიციას ჯამში „ქართულ ოცნებაზე“ მეტი მხარდაჭერა აქვს და ტენდენციის თვალსაზრისით, „ევროპული საქართველოსთვისაც“ კარგი მონაცემებია.

„ეს კვლევა ასახავს იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ივანიშვილმა და მისმა კლოუნების არმიამ. ისტორიული ანტირეკორდია ადამიანების, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას მიჰყავს ქვეყანა არასწორი მიმართულებით, მიყავს პოლიტიკური უფსკრულისკენ. დემოკრატიის ხარისხის შეფასებისას ვხედავთ, რომ ასევე ანტირეკორდი არის, რაც ბუნებრივია, რადგან საზოგადოება ხედავს, როგორ ეროვნულ საფრთხედ იქცა ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნები. დემოკრატიული ოპოზიცია აშკარად ჯაბნის ჯამში „ქართულ ოცნებას“. „ევროპული საქართველოსთვისაც“ ტენდენციის თვლსაზრისით კარგი მონაცემებია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის, უბრალოდ, ჩვენი ამოცანაა, ეს განხორციელდეს ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის ხარჯზე. აქ საუბარია იმაზე, რომ საზოგადოება ჯამში ყოველთვის საღად აფასებს ვითარებას, ყველა ხელისუფლების დროს. თუ გადავხედავთ, ასეა. საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ ეს კაცი ეპყრობა საზოგადოებას, როგორც მის ხელქვეითებს, როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველებს, ასე სურს მოგვეპყროს ყველას, ბუნებრივია საზოგადოებამ ამაზე მისცა რეაქცია“ ,- განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას განმარტებით, საპროტესტო მოძრაობა და საერთაშორისო ზეწოლა გაგრძელდება.

„საპროტესტო მოძრაობა და საერთაშორისო ზეწოლაც გაგრძელდება. ივანიშვილისთვის პერსონალურად და მთელი მისი კლოუნების არმიისთვის სჯობს, დროზე მოეგონ გონს და ის შეურაცხოფა, რაც საზოგადოებას მიაყენა, უკან წაიღოს. თუ ასე არ მოხდება, მაინც განწირულია ნებისმიერი სისტემის პირობებში. „ოცნებას“ ჰყავს ლიდერი და ეს არის სამარცხვინო ლიდერი ივანიშვილი, მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არის „ქართული ოცნების“ მიმართ დამოკიდებულება“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, კითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, თქვენი აზრით ვინ მიიღებდა ყველაზე მეტ ხმას“, პასუხები შემდეგნაირია: „ქართული ოცნება“ – 32 პროცენტი, „არ ვიცი“ – 14 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 14 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 12 პროცენტი, „არცერთი“ – 11 პროცენტი, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ – 6 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – 2 პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ – 2 პროცენტი, „გირჩი“ – 1 პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 1 პროცენტი, „სხვა“ – 1 პროცენტი.

ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 19 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პოლიტიკური პარტიებიდან „ქართული ოცნება“ დგას.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასეთია: „არც ერთი პარტია“ – 20 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 19 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ)“ – 13 პროცენტი, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – შვიდი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – ექვსი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – ხუთი პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო“ – ოთხი პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ – სამი პროცენტი, „გირჩი“ – ორი პროცენტი, თავისუფალი საქართველო – ერთი პროცენტი, სხვა – ერთი პროცენტი.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე.

ასევე, გამოკითხულთა 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, გამოკითხულთა 19 პროცენტი ფიქრობს, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 24 პროცენტის აზრით, არ იცვლება.

ავტორების ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი