უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 მაისი, 2020 16:45
font-size

გიგა ბოკერია გიორგი გახარიას: მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?

„ დღეს დილიდან რაღაცა კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? თქვენთვის დრო არ მაქვს, აქ ნუ გამაცდენთ ამ კითხვებზე და პასუხებზე, ძალიან მაინტერესებს, ვინ წაგახალისათ ამისთვის? მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის? - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას.

„თქვენ პატივს სცემთ იმათ, ვინც თქვენ გამცირებთ? ეგ არის თქვენი კრედო? დრო გჭირდებათ მეტი? პანკისში ხომ არ გაქვთ ოპერაცია ჩასატარებელი, რომ პოლიციის მანქანები დაწვან, რომ ჩავარდეთ და შემდეგ ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებთან? თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში და შემდეგ კრიზისი იყოს და ოპოზიციას აბრალოთ ეს კრიზისი? პოლიტიკური პასუხი არ გვაქვს მაგაზე.

დიდ გულზე იმათთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ ხო? ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, გვერდზე რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ, ეგრეა ხომ ეგ თქვენი მსოფმხედველობა? მარტო თქვენ რომ გამცირებდეთ, ეგ კიდე არ იქნება პრობლემა, ქვეყნის კანონებს, სამოქალაქო წესრიგს ფეხებზე იკიდებს, კონსტიტუცია მკიდია და თქვენი მთავრობაო, იმასთან უნდა დაწვეთ ხო? და ცივილიზებულ ოპოზიციასთან დიდ გულზე იყოთ აქ, ტრიბუნიდან სანამ უმრავლესობაში ხართ. ეგ არის, რაც ქვეყანას გამოადგება, თქვენი აზრით?“,- განაცხადა ბოკერიამ.

მან პრემიერ-მინისტრს ურჩია, ტონი შეიცვალოს და ოპოზიციას მოუსმინოს.

„მე მინდა, გირჩიოთ ერთი რამე. აი, ახლა ერთი კვირის წინ რომ გამოდიოდით და ილანძღებოდით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას რომ ითხოვენ ეს პოპულისტებიო, ხუთ დღეში რომ გახსენით, ახლა მოგვისმინეთ, ჩვენი ინტერპელაცია რომ იქნება, ტონი შეიცვალეთ, იქნებ რაღაც გაიგოთ ეგ სისულელეები რომ გალაპარაკათ თქვენმა გუნდმა რეიტინგებზე, ტყუილები, იქნებ, გაიგოთ და რაღაცა ნაკლები სისულელე ქნათ შემდგომში, რომელიც თქვენც ნაკლებად დაგაზარალებთ და ქვეყანას, თორემ მე თქვენი რეპუტაცია არ მაღელვებს“,- განაცხადა ბოკერიამ.

შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ - ირაკლი სესიაშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:00

„როგორც ჩანს, კონგრესმენების მხრიდან ლობიზმი გრძელდება. ეს არ ავნებს და ვერ შეაფერხებს იმ სერიოზულ თანამშრომლობას, რაც საქართველო-ამერიკას შორის არის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კ

გპირდებით, მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში, ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე - მიხეილ სააკაშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:00

ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი, მოწონს ეს ვიღაცას, თუ არა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,

გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში - სალომე სამადაშვილი

9 ივლისი, 2020 , 15:00

"გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში,"- ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს რამდენიმე განმარტება დაემატა

9 ივლისი, 2020 , 12:58

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტ

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა

9 ივლისი, 2020 , 11:55

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა

რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის ელჩს შეხვდა

8 ივლისი, 2020 , 16:25

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლავრენცეს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე