უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ნოემბერი, 2018 12:15
font-size

გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად ერთმანეთს შეხვდნენ

ჰელსინკიში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. მათი საუბრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნები იყო, კერძოდ, მათ იმის შესახებ იმსჯელეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ერთიანი ძალებით მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება.

„მნიშვნელოვანია რომ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე ვხვდებით, იმიტომ რომ ევროპის სახალხო პარტიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის" დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში. მე გიგის მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, ახლა რაც გააკეთა გიგიმ და სხვა ლიდერებმა, ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი სამიზნე, ჩვენ გვყავს ერთი მტერი და ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი. ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ეს ორი პარტია, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გიგი უგულავას თქმით, გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი უნდა გახდეს.

„გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში, იმიტომ რომ რეალური ძალა აქვს პარლამენტს. დეოლიგარქიზაცია ქვეყნის ახლა უნდა დაიწყოს საპრეზიდენტო არჩევნებით. შემდეგ უკვე რეალური ძალაუფლება უნდა განსაზღვროს ხალხმა, იმას უნდა მიანიჭოს, ვისაც ეს ეკუთვნის, ანუ იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ხალხი აირჩევს თავის მთავრობას“, - განაცხადა უგულავამ შეხვედრის შემდეგ.

საქართველო არის ახალი შესაძლებლობების ქვეყანა, ადგილი, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს ის, რასაც ვერ შესთავაზებენ სხვაგან - გიორგი გახარია

25 სექტემბერი, 2020 , 19:34

საქართველო არის ახალი შესაძლებლობების ქვეყანა, ადგილი, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს ის, რასაც ვერ შესთავაზებენ სხვაგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე

საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ - გიორგი გახარია

25 სექტემბერი, 2020 , 19:23

დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შ

მთავრობამ ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან, ლარიც გაექცა და ვირუსიც - რომან გოცირიძე

25 სექტემბერი, 2020 , 17:05

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეკონომიკასთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსასვლე

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება

25 სექტემბერი, 2020 , 15:30

ირაკლი ღარიბაშვილმა და ტიბორ ბენკომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები უწყებაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზ

გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრ ტიბორ ბენკოს შეხვდა

25 სექტემბერი, 2020 , 15:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრ ტიბორ ბენკოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე საკითხები გ

დავით ზალკალიანმა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანსუა ფილიპშამპანთან სატელეფონო საუბარი გამართა

25 სექტემბერი, 2020 , 12:05

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანსუა ფილიპშამპანთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. „სატელეფონო საუბრისა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე