უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 მარტი, 2018 13:50
font-size

გიგი უგულავა ,,ქართული ოცნების“ მაჟოროტარ დეპუტატს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ ვანის რაიონის „ენერგო პროს“ უბნის მენეჯერი და ამავდროულად სოფელ დიხაშხოს „ქართულ ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ლორთქიფანიძე ვანის რაიონის მცხოვრებ მამა-შვილ თენგიზ და მირზა ბელთაძეებს უკანონოდ სამსახურებრივი მდგომაროების ბოროტად გამოყენებით დაემუქრა.

"შალვა ლორთქიფანიძემ ბელთაძეებს მიმართა: "რით ვერ ისწავლეთ ჭკუა, სად უნდა დადგეთ, თუ არ იცით, განახებთ იმას, რომ მრიცხველის არშეცვლის გამო 3 ათას ლარიან ჯარიმას გამოგიწერთ". მირზა ბელთაძემ ოფიციალურად მოსთხოვა, რომ "ენერგო პროს" ეს მოთხოვნა წერილობით მოეწერა, ვინაიდან არც მას და არც სხვა ობიექტების მქონე ადამიანებს მსგავსი მოთხოვნა "ენერგო პროსგან" არ მისვლიათ, არც წერილობით და არც სიტყვიერად მათ შორის , ამ ბატონის მეშვეობით,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

,,ევროპული საქართველოს“ წევრი ჩეხურ კომპანია „ენერგო პროსგან“ მომხდარ ფაქტზე დროულ რეაგირებას ითხოვს.

„ეს კომპანია არის ევროკავშირში რეგისტრირებული და მე მათთან მაქვს საქმე; ვინაიდან მათი წარმომადგენელი, რაიონში მესამე თანამდებობის პირი თავს უფლებას აძლევს და იმის მაგივრად, რომ დენი შეუფერხებლად მიაწოდოს მოსახლეობას, ბოროტად იყენებს კომპანიაში მის მდგომარეობას საკუთარი და ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ შემთხვევაში მე საქმე არ მაქვს „ქართულ ოცნებასთან,“ მას ჩვენ არჩევნებით დავამარცხებთ, მაგრამ ენერგოკომპანიამ, რომელიც ევროკავშირში რეგისტრირებულია, უმწვავესი რეაქცია უნდა მისცეს ამას,“- აღნიშნა უგულავამ.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

11 დეკემბერი, 2019 , 14:40

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა. "საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა. პრე

მცდელობაა, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა იყოს დაკნინებული - სალომე ზურაბიშვილი

11 დეკემბერი, 2019 , 14:15

ვის აწყობს, პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება? ხან მისი და პოლიციის, ხან მისი და თავდაცვის ძალების ან კიდევ მასსა და მმართველ გუნდს შორის ბზარის გაჩენა? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქს

საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ისაუბრეს

11 დეკემბერი, 2019 , 12:35

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე მათ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზეც ისაუბრეს. ამის შესახებ ინფ

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

10 დეკემბერი, 2019 , 22:02

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტში შენარჩუნებულია ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელი პარამეტრები. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგ

ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ ეკლესია და საქართველო განუყოფელია - ალექსანდრე ერქვანია

10 დეკემბერი, 2019 , 16:25

ხელისუფლების დუმილმა, უმოქმედობამ და ზოგიერთების მხრიდან ფარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს წლების განმავლობაში ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, - ამის შესახებ დე

ჩვენი ამოცანაა ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა - ეკა ბესელია

10 დეკემბერი, 2019 , 14:20

ჩვენი ამოცანაა, რომ წარსულის ცუდი საქმეების გამკეთებელი და ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „აბსოლუტური ფიქციაა საუბარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`