უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 დეკემბერი, 2019 23:18
font-size

გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ

თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდეტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიგი უგულავასა და საპირისპირო მხრიდან ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი 126-ე მუხლით წარედგინათ, რაც ძალადობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ წარდგენილი ბრალდება უკვე გააცნეს.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი დღეს დილას თბილისის აეროპორტში მოხდა. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ორი უცნობი მამაკაცი გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

გიგი უგულავას ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, გიგი უგულავას ბრალი მხოლოდ იმიტომ წაუყენეს, რომ მან თავდამსხმელისგან თავი დაიცვა.

“წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი, ამ შემთხვევაში გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი მიემგზავრებიან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. მათთან მივიდა ორი პიროვნება. დაუწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა, ამ დროს რომ თავი დაიცვა, რომელიმე თავდამსხმელს რომ ხელი დაუჭირო, რომ მეორედ არ დაგარტყას და მან ამ ხელის დაჭერით განიცადოს ტკივილი, აი ამიტომ მოხდა ბრალის შერაცხვა გიგი უგულავასთვის. საქმის მასალები ჯერ არ მოუციათ. როგორც გვითხრეს, ხვალ გადმოგვცემენ ყველა მტკიცებულებას. ძალადობას გიგი უგულავას მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ხვალინდელ პროცესზე ასევე გაგვაფრთხილეს, რომ შესაძლოა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების შესახებ იმსჯელოს. გამომდინარე გარემოებებიდან და უგულავას არაბრალეული ქმედებიდან, ჩვენ მოვითხოვთ, რომ არცერთი აღმკვეთი ღონისძიება არ შეეფარდოს მას”,- განაცხადა ადვოკატმა.

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი