კომენტარი
გინებას საქართველოში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა ამკვიდრებს - ირაკლი კობახიძე
მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კობახიძე საკრებულოს "ქართული ოცნების" წარმომადგენლის ერეკლე კუხიანიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც დეპუტატი ექიმ გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს.
"გინება ეს არის სამწუხარო ტენდენცია, რომელსაც საქართველოში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა ამკვიდრებს მისი პარტიული ტელევიზიის მეშვეობით.ეს არის პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი. ყველას მოვუწოდებ, რომ ამისგან თავი შეიკავონ",-განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში საკრებულოს წევრმა თავისი განცხადების გამო-კობახიძე ამბობს, რომ "ვნახავ განცხადებას და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს".
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკატორი უწოდა.
9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საოკუპაციო ძალებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დააკავეს.მას შემდეგ რაც ექიმმა საკუთარ ქვეყანაში საზღვრების არსებობა არ აღიარა, მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. გუშინ ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ექიმი გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.