უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ივნისი, 2020 16:00
font-size

გიორგი ახვლედიანი პოლიტიკიდან მიდის

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი პარტიას ტოვებს. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში მასზე ცილისმწამებლური მასალა გავიდა.

"ტვ პირველის" ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მე გამოყვანილი გახლდით "ქართული ოცნების" გარე ექსპერტად. ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ ჰქონიათ, დასჭირდათ რეიტინგი და გადაწყვიტეს ამბავი მოეგონებინათ. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მივიღე გადაწყვეტილება რომელიც არ არის ჩემთვის იოლი, მაგრამ არის სწორი - დავტოვო პარტია, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავარიდო მას სიბინძურე,“ - ამბობს ახვლედიანი.

ახვლედიანი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას არ აპირებს და უნივერსიტეტში, ლექციების ჩატარებას გეგმავს.

თავად "დემოკრატიულ მოძრაობაში" კი "მთავართან" საუბრისას ამბობენ, რომ გიორგი ახვლედიანმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

„გიორგისთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და სამომავლოდაც მეგობრებად ვრჩებით. ეს თავადაც დაადასტურა, როდესაც გუნდის მაქსიმალურად გაფრთხილება გადაწყვიტა. ბუნებრივია, არავის სჯერა მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის და დარწმუნებული ვარ, თავის სიმართლეს დაამტკიცებს. გიორგი დიდი სიფრთხილით მოეკიდა ჩვენს გუნდს, როდესაც გადაწყვიტა, რომ ახლა არ არის იმის დრო, პარტია თავის მართლების რეჟიმში იყოს. ამ მიდგომით და დამოკიდებულებით, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი გუნდისადმი ერთგულება,“ - ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე.

თბილისში ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, ზურაბ ჯაფარიძე კი ვიცე მერად განიხილება

23 ივლისი, 2021 , 21:43

დადგა ქართველი ხალხის გამარჯვების დრო, თქვენი გამარჯვების დრო. დიახ, თბილისი ჩვენი ბრძოლის წინა ხაზზეა რეფერენდუმში, რომლითაც საქართველო უნდა დავიბრუნოთ, – ამის შესახებ „ნაცონალური მოძრაობის“ თავმჯდომარ

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

23 ივლისი, 2021 , 18:41

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს. მმართველი პარტია მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაესწრონ 26 ივლისს ჩანიშნულ პლენარულ სხდომას და მონაწილეობა მიიღონ განხილვაში, რომელზეც დროებითი საგამოძიებო კომისიი

წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება მელიას ბრძოლა ბრინჯაოს ან ვერცხლის მედლისთვის – ლევან იოსელიანი

23 ივლისი, 2021 , 14:30

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ კრებს თავის გარშემო მთლიანად ოპოზიციურ ამომრჩეველს, ამიტომ წინასწარ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება ნიკა მელიას ბრძოლა ბრინჯაოს ან ვერცხლის მედლისთვის – ამის შესახებ პარლ

გუნდი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თანამდებობა დავტოვო, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილები - ვახტანგ გომელაური

23 ივლისი, 2021 , 09:31

გუნდი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მე თანამდებობა უნდა დავტოვო, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერში“ განაცხადა

პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიში მოისმინეს

23 ივლისი, 2021 , 08:36

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრე

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღეს

22 ივლისი, 2021 , 15:23

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე ხელახლა დღეს გავიდა, თუმცა კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს. კერძოდ, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 83-მა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი