უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ნოემბერი, 2017 17:55
font-size

გიორგი ალიბეგაშვილი ენის სახელმწიფო დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს მეხუთე მოწვევის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ენის სახელმწიფო დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

ალიბეგაშვილის შეფასებით, პრემიერის მხრიდან ეს არის ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება.

„14 ნოემბერს საკრებულოს წევრობა შემიჩერდება, მაგრამ როდესაც ადამიანი სახელმწიფო სამსახურშია, მას ყოველთვის უწევს სხვადასხვა პოზიციის გამოცვლა. ვფიქრობ, ეს არის ჩემთვის ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება პრემიერის მხრიდან. რაც მთავარია, მივესალმები გიორგი კვირიკაშვილის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას, რომ შეიქმნა მშობლიური ენის სახელმწიფო დეპარტამენტი. მე როგორც ვუყურებ, ჩვენი მოქალაქეების მეტყველების სტილს, მანერას, შეცდომებს, ბუნებრივია, ეს აუცილებელი იყო. ქართველი ერი არის უნიკალური ერი. თუ არა ჩვენ, ვინ მოუფრთხილდება ქართულ ენას”, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო ენის შესახებ კანონის შესაბამისად, დეპარტამენტის თავმჯდომარეს ევალება, ჩამოაყალიბოს სტრუქტურა, მოამზადოს დეპარტამენტის დებულება, ხოლო სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ თანამშრომლები შეარჩიოს.

სახელმწიფო ენის შესახებ კანონის თანახად, ენის დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია - ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვისა და პოპულარიზაციის, ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და სპეციალურ ტერმინთა დადგენისა და დამკვიდრების უზრუნველმყოფი და სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო; სსიპ-მა მუშაობა 2016 წლის თებერვლიდან დაიწყო.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და მომავალს - არასამთავრობოები

28 ივლისი, 2021 , 18:16

არასამთავრობო ორგანიზაციები 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დღევანდელ განცხადებას ეხმაურებიან. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკ

ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა საქართველოში, ეს არის ჩვენი საზოგადოების რადიკალიზმისკენ მიმართვა - „ლელო“

28 ივლისი, 2021 , 16:40

„ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგად იცის მისი რეიტინგი, სწორედ ამიტომ გამოვიდა ამ 19 აპრილის ხელშეკრულებიდან, რადგან იციან ამ არჩევნებში ისინი 43%-ს ვერ დააგროვებდნენ - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერებმა საგან

დღეს ოცნებამ საქართველოში გააუქმა არჩევნები - გიგი უგულავა

28 ივლისი, 2021 , 15:58

უნდა გვესმოდეს დღეს ოცნებამ საქართველოში გააუქმა არჩევნები – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ოცნების შეთანხმებიდან გასვლას. "ჩემი აზრით: 1. ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან

მე ვტოვებ პარლამენტს - არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება - ზურაბ ჯაფარიძე

28 ივლისი, 2021 , 15:49

მე ვტოვებ პარლამენტს, პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემ მიერ აღებული ვალდებულება - წერს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Fscebook-ზე. „ოცნება&ldquo

რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერა თვითმიზანი იყო, მათ ამოძრავებდათ მიზანი, დალოდებოდნენ თვითმმართველობის არჩევნებს და გაემეორებინათ საბოტაჟი - ირაკლი კობახიძე

28 ივლისი, 2021 , 15:35

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმების თითოეულ პუნქტს პირნათლად ასრულებდა. „გუშინ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ხელმო

19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს - ირაკლი კობახიძე

28 ივლისი, 2021 , 14:44

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა, – ამის შესახებ პარტია &bdqu