უახლესი ამბები
- 24.01.2021 10:52ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
- 24.01.2021 10:46ბოლო 24 საათში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა
- 24.01.2021 10:29დღის კალენდარი _ 24 იანვარი
არქივი
კომენტარი


გიორგი ალიბეგაშვილის ვარაუდით, ,,ბავშვთა სამყაროს’’ შენობის დემონტაჟი გახდება საჭირო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის ვარაუდით, ხანძრის შედეგად ,,ბავშვთა სამყაროს’’ შენობა იმდენადაა დაზიანებული, რომ სავარაუდოდ, მისი დემონტაჟი გახდება საჭირო.
,,ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ბავშვთა სამყაროს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც მითხრეს 04:11 საათზე დაიწყო ხანძარი. სამწუხაროდ, გვიან მოხდა ამ ამბის შეტყობინება, იმიტომ, რომ უცაბედად გაირკვა, რომ ცეცხლი მთლიანად იყო მოდებული.
ახლა ეს შენობა არის მთლიანად დეფორმირებული. სამწუხაროდ, შიგნით შესვლა არ ხერხდება იმიტომ, რომ სიმკარებები არის დეფორმირებული და ნებისმიერ წუთს შეიძლება ჩამოვარდეს და ტრაგედია დატრიალდეს. ამიტომ, ამას როგორც ჩანს, სხვანაირი დამუშავება დასჭირდება. როგორც ჩანს, დანგრევა უნდა. იმედია, რომ ისინი ჩვენი მხრიდან, მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას იგრძნობენ’’, - განუცხადა ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე მისულმა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში, ცივი გონებით მოქმედება სჯობს -არჩილ თალაკვაძე
23 იანვარი, 2021 , 17:10

სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი, ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას - ანა დოლიძე
21 იანვარი, 2021 , 17:10

სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა - ცენტრი “ემპათია”
20 იანვარი, 2021 , 15:40
თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე
18 იანვარი, 2021 , 18:16

ნატო ჩხეიძე: ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ „მოსაზრებებს” ვშლი
18 იანვარი, 2021 , 12:25

ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40