უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 მაისი, 2017 16:30
font-size

გიორგი ალიბეგაშვილმა და რიმა ბერაძემ პროგრამის „ვისწავლოთ ქართული“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა ნუნუ ავსიანიკოვამ და პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდმა პროგრამის „ვისწავლოთ ქართული“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „ვისწავლოთ ქართული“ 2015 წლიდან საქართველოს 3 რეგიონში: ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში და კახეთში ხორციელდებოდა.

თბილისში პროექტი დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ და ფრაქციასთან არსებული „ეროვნულიუმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს“ ინიციატივით ხორციელდება და მისი მიზანიეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწალაა.

პროგრამა მსურველთათვის ქართული ენის სწავლების 3 თვიან საფეხურს გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს სწავლისათვის საჭირო ნივთები უფასოდ გადაეცემათ.აღნიშნული კურსები, თბილისში 2017 წლის თებერვლიდან დაიწყო და ამ დროისთვის სწავლების 3 თვიანი საფეხური 20-მა მსურველმა წარმატებით გაიარა. ქართული ენის შემსწავლელი კურსები, რომლებიც „თბილისის მეგობრობის სახლში“ მიმდინარეობდა, ეროვნული უმცრესობებისთვის სექტემბრის თვიდან კვლავ განახლდება.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას თბილისის საკრებულოში, ფრაქციასთან "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი რიტა ხიდირბეგიშვილი, ივანე ჯავახიშვილისსახელობის თბითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები დაპროექტის „ვისწავლოთ ქართული“ პედაგოგები ესწრებოდნენ.

როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს

21 სექტემბერი, 2019 , 16:16

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარია მოსალოდნელი. გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს შენობის შიგნით და მის გარეთ. რეკომენდაციებს საგანგებო სიტუაციების მართვის

რეკომენდაციებს შევიმუშავებთ, რომ წამლის ხარისხთან, ფასებთან და ზედმეტი წამლის გამოწერასთან დაკავშირებული პრობლემა გადავჭრათ - აკაკი ზოიძე

21 სექტემბერი, 2019 , 15:50

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების

პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა

21 სექტემბერი, 2019 , 15:46

მოძრაობა "გავრილოვის პატიმრების" და ასევე "გამარჯვებული საქართველოს" ორგანიზებით, პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი რუსთაველზე დარჩებიან მანამ, სანამ უკანონოდ დაკავებული პოლი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოქალაქეებსს ხე დაეცა

21 სექტემბერი, 2019 , 15:05

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა. ორივე მათგანი მსუბუქად დაშავდა, მათ თავის მიდამოებში ტრავმები აღენიშნებოდათ. ადგილზე სასწრაფო დამხმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელმაც დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახ

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს

21 სექტემბერი, 2019 , 14:35

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებე

თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

21 სექტემბერი, 2019 , 14:28

სომხეთი დამოუკიდებლობის აღდგენის 28-ე წლისთავს აღნიშნავს. 1991 წელს 21 სექტმებერს გამართულ რეფერენდუმზე სომეხმა ხალხმა ხმათა უმრავლეობით, საბჭოთა კავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზეი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს