უახლესი ამბები
- 13.12.2019 11:1049 ტონა სასურსათო კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს
- 13.12.2019 10:50პარლამენტში დღეს ნათია თურნავას მოუსმენენ
- 13.12.2019 10:40ანონსი - 13.12.19
- 13.12.2019 10:15დღის კალენდარი - 13 დეკემბერი
არქივი
საზოგადოება


გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში გამართულ საზეიმო, სახალხო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
თბილისის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ალიბეგაშვილი თავისუფლების მოედანზე გამართულ საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და საქართველოს მოქალაქეებსა და ქართულ ჯარს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„ჩვენი ქვეყნის ერთგულება და ღირსების დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო 26 მაისი. ეს თარღი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გამორჩეულია, რადგან თბილისში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლობითი შეხვედრა იმართება. ეს კი დემოკრატიისკენ, თავისუფლებასა და ეკონომიკური აღმავლობისკე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია “,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
დეპუტატებმა ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ყველა სახელმწიფო უწყების გამოფენა დაათვალიერეს, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

49 ტონა სასურსათო კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს
13 დეკემბერი, 2019 , 11:10

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა
12 დეკემბერი, 2019 , 17:10
საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება
12 დეკემბერი, 2019 , 16:20
პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები შევიდნენ
12 დეკემბერი, 2019 , 14:15

პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას ვიღებთ - მოძრაობა „სირცხვილია“
12 დეკემბერი, 2019 , 14:00

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის გამო დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს
12 დეკემბერი, 2019 , 13:35