უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 სექტემბერი, 2017 12:55
font-size

გიორგი ანდრიაძე ომბუდსმენზე: არსებობს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ეს ადამიანი დაკავშირებულია ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან

უჩა ნანუაშვილი, მინიმუმ, არის უპასუხისმგებლო, რომელსაც გართულება აქვს პროქართულად განწყობილი ნებისმიერი ადამიანის მიმართ, - განაცხადა ,,პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ანდრიაძემ.

მისი თქმით, პატრიარქის სახლში თურქეთის მოქალაქეების ცხოვრების თემა ურცხვი ტყუილია და "ერთი დიდი სპექტაკლის ნაწილია", რომლის მიზანი საპატრიარქოს დისკრედიტაციაა.

,,ეს არის ერთი დიდი სპექტაკლი, რომლის ერთ-ერთი ფრაგმენტი გახლავთ ამ დეზინფორმაციის მაქსიმალური გავრცელება. ამ ყველაფრის უკან დგას ძალიან დიდი ძალა, რომელიც უკვე დაუფარავად და აქტიურად ებრძვის ეკლესიას. ზოგს შეგნებულად და ზოგს შეუგნებლად, იყენებენ ამ საქმისთვის“, - აცხადებს გიორგი ანდრიაძე.

მისი თქმით, "ლაზურ პროექტს" არანაირი შეხება საპატრიარქოსთან არ აქვს და თურქეთი ამ მოქალაქეების ტერორისტობას ვერ დაასაბუთებს.

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ "ლაზებს არანაირი შეხება არ აქვთ ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან".

ამასთან, ანდრიაძე ამბობს, რომ მაშინ, როცა ჩაბუქის საქმის გამო სახალხო დამცველი "ისტერიკაშია ჩავარდნილი", არაფერს ამბობს ლაზებთან დაკავშირებით.

ისარ გამორიცხავს, რომ უჩა ნანუაშვილი გიულენის ორგანიზაციასთან იყოს დაკავშირებული.

,,არსებობს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ეს ადამიანი თავად არის დაკავშირებული ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან, ისევე როგორც ის ადამიანები, ვინც თავგამოდებით იცავენ მუსტაფა ემრი ჩაბუქს და არაფერს ამბობენ საქართველოს პატრიოტი ლაზების შესახებ“, - განაცხადა ანდრიაძემ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი