უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ივლისი, 2017 15:10
font-size

გიორგი ბადაშვილი „ორმხრივი თანამშრომლობა ევრაზიული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ კონფერენციას ესწრება

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინიციატივით გამართულ „ორმხრივი თანამშრომლობა ევრაზიული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ კონფერენციას ესწრება.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, კონფერენციას საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მონიე, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, საქართველომ 2014 წლიდან დიდი ძალისხმევა გასწია „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ასევე მაფიოზური ტიპის ახალი ფორმის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში. ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე ქმედებების სამართლებრივი კონტექსტის, მიზნის და საზოგადოებისთვის არსებული საფრთხის უკეთ გაცნობის საკითხებზე. ხაზი გაესვა დანაშაულთან ბრძოლაში საგამოძიებო სამსახურებს შორის თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ფრანგულ და ქართულ მხარეებს შორის, სისხლის სამართლის გამოძიების ყველა დონეზე გამოცდილების ურთიერთგაცვლის და ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

კონფერენცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც მონაწილეები დანაშაულთან აქტიურად და ეფექტურად ბრძოლის მიმართულებით საკუთარ უწყებებში მიმდინარე პროცესებზე და გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებენ.

სოსო გოგაშვილისა და ირაკლი ჩიმაკაძის მათი ადგილი ციხეშიც არ არის, ციხეში ადამიანები სხედან, ესენი კი, მხეცები არიან - მალხაზ მაჩალიკაშვილი

21 ნოემბერი, 2018 , 16:25

„სოსო გოგაშვილი იმ დილით ჩვენთან ხეობაში იყო ამოსული. რა მხეციც არის გოგაშვილი, ის მხეცია ირაკლი ჩიმაკაძეც. მათი ადგილი ციხეშიც არ არის, ციხეში ადამიანები სხედან, ესენი კი, მხეცები არიან. თემირლანის სისხლი არ შერჩე

პრეზიდენტმა ტუსკმა პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან შეხვედრაზე საქართველოსადმი მხარდაჭერა დაადასტურა

21 ნოემბერი, 2018 , 16:25

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი ფორმატი, რომლის პირველი შეხვედრა დღეს ბრიუსელში გაიმართება, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მაღალ დონეს და ხელს უწყობს სექტორული კავშირების გაღრმავ

ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მისი ავტორიტეტი სერიოზულადაა შელახული, მის სიტყვას ფასი აქვს დაკარგული - გია ხუხაშვილი

21 ნოემბერი, 2018 , 15:15

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა, რომ ივანიშვილის ავტორიტეტი სერიოზულადაა შელახული, ხოლო მის სიტყვას ფასი აქვს დაკარგული. „მი

პრეზიდენტი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მთავრობამ უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა ამ დრომდე არ შექმნა

21 ნოემბერი, 2018 , 15:15

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მთავრობამ უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა ამ დრომდე არ შექმნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩეული პრეზიდე

სექსუალური შევიწროება საქართველოში - სამართალწარმოებისა და რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

21 ნოემბერი, 2018 , 15:15

საქართველოში სექსუალური შევიწროების სამართალწარმოებისა და რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს სახელით, პარლამენტის წევრი, დიმი

საქართველოს მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი განკარგულება გამოსცა

21 ნოემბერი, 2018 , 14:25

საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აც

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`