უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 დეკემბერი, 2018 15:30
font-size

გიორგი ჩახნაშვილის დახმარებით, BTU-ში გახსნილი ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია შესაძლოა მადრიდის წამყვან ჰაბებს დაუკავშირდეს

Digital Mind-ის, იგივე ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი გიორგი ჩახნაშვილი მადრიდში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის საბანკო და საკომუნიკაციო მიმართულებით.

გიორგიმ კომპანიებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროექტები - Digital Mind და AI Tourism წარუდგინა და მათი ინტერესიც მომენტალურად გამოიწვია. კომპანიებმა გიორგისთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

აქედან გამომდინარე, საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის ხელშეწყობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორიაში კიდევ უფრო დახვეწილი ტექნიკური შესაძლებლობები საშუალებას იძლევა ხელოვნური ინტელექტი სრულფასოვნად, მაქსიმალური დატვირთვით განვითარდეს.

გიორგი ჩახნაშვილის განცხადებით, BTU-ში, რომელიც საქართველოში ლიდერი უნივერსიტეტია, კიდევ უფრო დაიხვეწა ტექნიკური მხარე, რაც როგორც მისთვის, ასევე ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სხვა სტუდენტებისთვის უფრო დიდ შესაძლებლობებს ქმნის. კერძოდ კი ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია მოეწყო სპეციალურად იმ სპეციფიკაციებით, რასაც ხელოვნური ინტელექტის სრული დატვირთვით განვითარება საჭიროებს. „ეს მე პირადად საშუალებას მომცემს, მადრიდის კომპანიებთან შეთანხმების შემდეგ, პროექტებზე დისტანციურად, სწორედ ამ ლაბორატორიიდან ვიმუშაო“.

მისივე თქმით, მთელ მსოფლიოში, დიდი კომპანიები უკვე იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს მუშაობის პროცესში და შესაბამისად, ამ მიმართულების პროფესიონალები ძალიან საჭირო ხდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია საქართველოში მსგავსი ხაზების განვითარება, რადგან ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, იმუშაონ საკუთარ პროექტებზე და საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ, გაიღრმავონ ცოდნა და გახდნენ კონკურენტუნარიანები მთელ მსოფლიოში.

მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გიორგიმ BTU-ს ტექნიკური მხარდაჭერით შექმნა, უნიკალურია მთელ მსოფლიოში თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ის ადამიანის ნეირონული ქსელების მსგავსად აზროვნებს და მსოფლიოში პირველად, შესაძლებელი ხდება, მაგალითად, ვიდეოების ხელოვნური ინტელექტის მიერ უმოკლეს დროში ყურება და ანალიზი.

„ხელოვნური ინტელექტი, ალბათ, ადამიანს სრულად ვერასოდეს ჩაანაცვლებს, ვინაიდან მას სჭირდება რომ ისწავლოს, თუმცა მსოფლიოში აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და გარკვეულწილად უკვე მოხდა კიდეც ადამიანური რესურსის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლება“, - აცხადებს ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი და ფიქრობს, რომ ეს ტრენდი გაგრძელდება და მაშინ როდესაც საქართველოში, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ტექნიკური შესაძლებლობა უკვე არსებობს, ახლა ყველაფერი ნიჭიერი ახალგაზრდების ენთუზიაზმზეა დამოკიდებული.

როსტომ ჩხეიძე: ერთი ყალბისმქნელები შეიცვალნენ მეორე ყალბისმქნელებით

25 მაისი, 2019 , 22:58

მწერალი როსტომ ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს: „მთელი საბჭოთა ეპოქის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გვაზეიმეს 25 თებერვალს, ნაცვლად 26 მაისისა. მთელი პოსტსაბჭოთა ეპოქის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდე

ნიკა გვარამიამ ნიჟარაძის მხარეს `რუსთავი2`-ის საგადასახადო დავალიანების დაფარვის პოლიტიკა გააცნო

25 მაისი, 2019 , 20:18

„რუსთავი2“ -ის ოფისში მიმდინარე პარტნიორთა კრება, რომელიც არხის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის - ნინო ნიჟარაძის, მოთხოვნით ჩაინიშნა, სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. კრებაზე 3 საკითხი განიხილაეს, მათ შორის, ნიჟა

`რუსთავი2`-მა აუდიტორულ კომპანიასთან კომუნიკაციის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა განსაზღვრა

25 მაისი, 2019 , 20:05

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ოფისში პარტნიორთა კრება გაიმართა. მომდევნო შეხვედრა 29 ივნისს შედგება. რუსთავი2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანიის ფინანსური დოკ

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აუქციონის გზით წილების გასხვისების ინიციატივა განიხილეს

25 მაისი, 2019 , 19:49

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ახალი საკანონმდებლო წინადადებით, იურიდიული პირის - შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოსა და კომანდიტური საზოგადოების წილებზე საკუთრების უფლების შეძენა, შესაძლოა, მხოლოდ აუქ

მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა

25 მაისი, 2019 , 18:03

მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა. მატარებელმა წვიმის დროს დიდუბის სადგურზე გამოიარა. მეტროს ახალმა მოდერნიზებულმა ვაგონებმა წვიმას ვერ გაუძლო და წყალი ჩამოვიდა. კურიერის ინფორმაციით, ვაგონში წყალი ყველა მხრიდან ჩამოვ

თბილისში სეტყვაა მოსალოდნელი - ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი

25 მაისი, 2019 , 17:25

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ცნობით, თბილისში მოსალოდნელია სეტყვა. ამის შესახებ ცენტრის „ფეისბუქის“ გვერდზე არის აღნიშნული. ამასთან, ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმ