უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 თებერვალი, 2018 17:30
font-size

გიორგი გაბიტაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წინაშე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიშში საქართველოს პროკურატურის მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც შეხვედრაზე გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოს პროკურატურის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს სახალხო დამცველის აპარატთან.

გასულ წელს საქართველოს პროკურატურას სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე შესასრულებლად განესაზღვრა 13 რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციები ეხებოდა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოძიებას, დაზარალებულის საპროცესო უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, მათ შორის რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ქალთა მიმართ და ოჯახური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს და საკუთრების უფლებას.

მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის მიერ ყველა რეკომენდაცია შესრულდა და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

საქართველოს პროკურატურა ყოველწლიურად წარადგენს ინფორმაციას სახალხო დამცველის მიერ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ. უწყება ამ მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატთან და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი