უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 სექტემბერი, 2019 14:10
font-size

გიორგი გახარია 20 ივნისზე: „ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება დათრგუნული შედეგებით ისე, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდეგ“

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებთან საპარლამენტო გამოსვლის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მისი განცხადებით, ტყუილი, რომელიც მაკო გომურის პარლამენტთან ყოფნას ეხებოდა, არის განსახიერება თუ როგორ სიცრუეში აცხოვრებდნენ წლების განმავლობაში ისინი საზოგადოებას.

„მინდა რამდენიმე სიტყვით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, პირველ რიგში ამომრჩევლებს. ის სპექტაკლი, რაც მათ მოაწყვეს, არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფუნდამენტური პრობლემის, რაზეც ნაციონალური მოძრაობა დგას და ეს არის სიცრუე, ჩვეულებრივი ტყუილი.

ჩვენ ყველას კარგად გვესმოდა და ველოდით, რომ მსგავსი სპექტაკლი იქნებოდა დღეს აქ, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ მათ ამომრჩევლებსაც და პატივს ვცემთ ინსტიტუტებს. ჩვენ ამიტომ მოვედით აქ და ჩვენი ამოცანაა საუბარი პირველ რიგში მათ ამომრჩევლებთან.

ის ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც მათ გამოიყენეს მაკო გომური, რომლითაც მათ უბრალოდ მოიტყუეს, რომ დღეს ის არის აქ, არის განსახიერება როგორ აცხოვრებდნენ წლების განმავლობაში ისინი სიცრუეში ჩვენს საზოგადოებას. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ეს სიცრუე დავასრულოთ. ჩვენი მიზანი არის ის, რომ როდესაც მოდელირებული რეალობით ცდილობს ნაციონალური მოძრაობა დღეს რადიკალიზაციის გაზრდას და რაღაც რევოლუციური განწყობების მოლოდინების შექმნას, რაც უბრალოდ შეუძლებელია.

სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ 20 ივნისს, როდესაც ადამიანები გამოთქვამდნენ მშვიდობიან პროტესტს, ზოგიერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მათ მოუწოდა და ისინი ორგანიზებულად შტურმით წაიყვანა სახელმწიფო ინსტიტუტზე. უბედურება და სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ამის შედეგად ჩვენ გვყავს დაზარალებული როგორც ჩვენი მოქალაქეები, ისე პოლიციელები და ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება დათრგუნული შედეგებით ისე, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდეგ.

რა თქმა უნდა სიმართლე არის იმაში, რომ ჩვენ გვყავს 2 ადამიანი, რომლებმაც დაკარგეს თვალი. ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ამასთან ერთად, სიმართლე არის ის, რომ ჩვენმა უპასუხისმგებლო ოპოზიციამ თვალიდან ხელი უნდა მოიშოროს და დაინახოს - სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროს.

ჩვენ ჩვენს საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ სიმართლის და პასუხისმგებლიანი ენის საშუალებით და არა იმ სპექტაკლებით, რომლებსაც ვაწყობთ პარლამენტში და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტებს.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარს არ დავუჭერ - თამარ ჩუგოშვილი

10 დეკემბერი, 2019 , 10:15

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრ

მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პიკეტები და აქციები გაგრძელდება-გიგი უგულავა

9 დეკემბერი, 2019 , 13:55

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა უცვლელია და აქციები, პიკეტები გაგრძელდება. ,,ჩვენი სამოქმედო გეგმა არ იცვლება. პიკეტები, აქციები გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი მო

მაია ცქიტიშვილი `ანაკლიის განვითარების კონსორციუმს` მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

6 დეკემბერი, 2019 , 17:30

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ. "დღეს ვნახე ლევან ახვლედიანის კომენტარი, რომ პოლიტიკური ინტერესები

რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ ეს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური არჩევანია - გია ვოლსკი

6 დეკემბერი, 2019 , 16:40

არ ვფიქრობ, რომ ასეთი ვიზიტები პოზიტიურია, რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ ნინო ბურჯანაძეს შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს მისი პოლიტიკური არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა, – ამის შესახე

უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ - მამუკა მდინარაძე

6 დეკემბერი, 2019 , 16:10

"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, გუნდის შიგნით არსებულ პრობლემებზე, გამოეხმაურა. "ყველაზე მთავარი, რაც დღეს არის

გონი არ მოეკითხება ივანიშვილს - გიგი უგულავა

6 დეკემბერი, 2019 , 15:20

ქუთაისის მერიასთან გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. მანამდე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა კიკვიძის სკვერშ შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`