უკან

ეკონომიკა

7 დეკემბერი, 2016 15:20
font-size

გიორგი გახარია აშშ-ს ელჩს შეხვდა

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიასა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იან კელის შეხვედრაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. ეკონომიკის მინისტრის რანგში ეს გიორგი გახარიას აშშ-ს ელჩთან პირველი შეხვედრა იყო, აცნობეს მედიანიუსს ეკონომიკის სამინისტროდან.

შეხვედრაზე, იან კელიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. როგორც აღინიშნა, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ორივე ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. ელჩთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება ამერიკელი ინვესტორებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე.

გიორგი გახარიამ იან კელის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის მიმართულებით მნიშვნელოვანი საფუძველია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის.

საკვანძო სიტყვები:

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

17 ივლისი, 2019 , 10:15

საქართველოს ბანკის ჩართულობით და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა. საქართველოს ბანკი ობლიგაციების მასშტაბურ განთავ

მწვანე ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრად ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს - ეკატერინე მიქაბაძე

16 ივლისი, 2019 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის თავმჯდომარეობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო წრეების, კერძო სექტორი

აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

16 ივლისი, 2019 , 16:25

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა,- ამის შესახებ “მედიანიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. ს

ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადმა გზავნილებმა 56.78 მლნ, რუსეთიდან - 34.78 მლნ დოლარი შეადგინა - ეროვნული ბანკი

15 ივლისი, 2019 , 17:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ივნისის ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 143.6 მლნ აშშ დოლარი (398.8 მლნ ლარი) შეადგინა,

ეროვნული ბანკი ივნისში ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს

15 ივლისი, 2019 , 15:30

საქართველოს ეროვნული ბანკი, აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზს - ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2019 წლის ივნისის მდგომარეობით. ფულადი გზავნილების შესახებ ინტერაქტიული ინფორმაცია/პრესრელიზი ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნ

Buta Airways ბათუმის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

15 ივლისი, 2019 , 15:30

აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways“ ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ერთ სიხშირეს ამატებს და მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე რეგულარ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს