უკან

კონფლიქტის ზონა

19 ოქტომბერი, 2019 18:52
font-size

გიორგი გახარია ატოცზე : სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მშვიდად განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება

დღეს სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მშვიდად განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ატოცში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ის, რაც ატოცში ხდება არის მიუღებელი და იმ პოლიტიკის, ბორდერიზაციის გაგრძელება, რაც დაწყებულია.

„ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის თავიანთ მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა იყოს დაცული. დღეს სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ წყნარად, მშვიდად, ჩვენმა მოქალაქეებმა განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება.

უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომავალი არის სწორედ ასეთ ხალხთან მუშაობა. შრომა, განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო არის ის, რამაც ჩვენ უნდა დაგვაბრუნებინოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ონლაინშეხვედრა გამართა

4 ივნისი, 2020 , 17:47

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციამ მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. ქართული მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის

სოფელ ჩორჩანასთან, ტყეში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს - სუს-ი

30 მაისი, 2020 , 16:50

სოფელ ჩორჩანასთან ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს, პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით, – ამის შესახებ საქართველო

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ნაბიჯებთან დაკავშირებით იმსჯელეს

29 მაისი, 2020 , 12:54

28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.  ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლო

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!