უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ივნისი, 2017 11:45
font-size

გიორგი გახარია აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

„აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრთან გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, ვისაუბრეთ სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომელშიც აქტიურად არის ჩართული ორივე ქვეყანა ენერგეტიკული თუ სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრთან, არტურ რასიზადესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გიორგი გახარიამ ქვეყნის მთავრობის მეთაურთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და საქართველო–აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრთან საუბრისას ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციას და იმ დიდ ეკონომიკურ პოტენციალს, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანს გააჩნია ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმის, ენერგეტიკის, წარმოების, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და გადაზიდვების მიმართულებით. შეხვედრაზე ითქვა, რომ ორივე მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანსპორტო დერეფნების ეფექტურ და კონკურენტულ განვითარებას, რისთვისაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. გიორგი გახარიამ ქვეყნის პრემიერთან აზერბაიჯანში ქართული დელეგაციის ორდღიანი ვიზიტის შედეგები შეაჯამა, მთავრობის წევრებს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული ნაყოფიერი შეხვედრები განსაკუთრებული სტიმულია ორ ქვეყანას შორის როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარებისთვის.

გიორგი გახარიას ვიზიტი აზერბაიჯანში 14 ივნისს დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თანმხლებ დელეგაციასთან ერთად შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ–მინისტრთან, ასევე ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ასევე კულტურისა და ტურიზმის მინისტრებთან.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი