უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 აგვისტო, 2020 15:10
font-size

გიორგი გახარია ბაჩალიაშვილის საქმეზე: მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების შედეგებს და მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, არანაირი პრობლემა შეხვედრასთან დაკავშირებით არ გამაჩნია

მშობლებთან ერთად, ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგად და მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, არანაირი პრობლემა შეხვედრასთან დაკავშირებით არ გამაჩნია, ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ქვეყნის ინსტიტუტების და მშობლების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ როდესაც მსგავსი რამ ხდება, ეს არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა.

„პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტის გამო. უდიდესი ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა გოგოს, საქართველოს მოქალაქეს ვკარგავთ. როდესაც ქვეყანაში მსგავსი ტრაგედია ხდება, ეს არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა. მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვალდებული ვარ, პატივი ვცე ინსტიტუტებს. მე მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია რაც უდიდესი რისკია ქვეყნის მომავალი თაობისთვის.

„მე არავის მივცემ უფლებას, გაგრძელდეს პოლიციის და მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს ჩვენს თვალწინ ხორციელდება. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რასაც დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ, პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ. ამიტომ, ამის შესაძლებლობა არავის არ უნდა მიცეთ. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მშობლებთან ერთად, ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს და რა თქმა უდნა, მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, არანაირი პრობლემა შეხვედრასთან დაკავშირებით არ გამაჩნია. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ქვეყნის ინსტიტუტების და მშობლების წინაშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცესკოს თავმჯდომარე ჯანდაცვის სამინისტროს და ლუგარის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

23 სექტემბერი, 2020 , 18:46

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს შეხვედრა გაიმართა, სადაც ის სავალდებულო წესები და რეკომენდაციები განიხილეს, რომელიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში კენჭისყრის ორგანიზებისას უნდ

ძალიან სამწუხარო იქნება, თუ არჩევნებზე ამომრჩეველთა მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის არასწორად გამოყენება მოხდება - კელი დეგნანი

23 სექტემბერი, 2020 , 18:35

დიდი ინტერესია საქართველოში არჩევნებისადმი, ასევე ქვეყნის პროგრესზე, როგორც დემოკრატიის მიმართულებით, ასევე ეკონომიკის კუთხით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კე

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კეცხოველის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

23 სექტემბერი, 2020 , 17:40

გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების გამო, 24 სექტემბრიდან კეცხოველის ქუ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2641 ლარი გახდა

23 სექტემბერი, 2020 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2641 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2537 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

23 სექტემბერი, 2020 , 17:15

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2641 შეადგინა. ეროვნული ბ

მეჭიაურის მძღოლი კომიდან გამოვიდა - ოჯახი ზურაბ ბექაურის დაკავებას ითხოვს

23 სექტემბერი, 2020 , 17:15

თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი, გიორგი ხუმარაშვილი კომიდან გამოვიდა. 22 წლის ბიჭი საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის შეძლებენ სამართალდამცველები გიორგი ხუმარაშვილის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.