უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 იანვარი, 2020 11:35
font-size

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური დავოსში დღეს ჩავა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი დაეთმობა შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორისაა „ფილიპს ლაითინგი“ (Philips Lighting), „სიმენს ენერჯი“ (Siemens Energy), „კამილ ბლოში“ (Camille Bloch), „კოკა-კოლა“ (Coca-cola), „ვანვები“ (Oneweb) და სხვა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში „ახალი ამბიციები ევროპისთვის“ (New Ambitions for Europe).

მთავრობის მეთაური სიტყვით მიმართავს ევროპელი ლიდერებისთვის ორგანიზებული ოფიციალური ღონისძიების – „ევროპის გაერთიანება“ (Uniting Europe) მონაწილეებს და დაესწრება დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და ჰილდე შვაბის სახელით გამართულ მიღებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ესტუმრება პრეზენტაციას – „მაგარი ბავშვები ბლოკჩეინის შესახებ“ (Cool Kids on Blockchain), რომელზეც წამყვანი შვეიცარული ე.წ. ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) ფონდის ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებული ქართული სტარტაპი „ვოლტ ვაინსი“ (Vault Wines) ქართულ ინოვაციას წარადგენს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველი ბექა ლილუაშვილი იმყოფებიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 24 იანვარს დასრულდება.

გედევან ფოფხაძე ირაკლი შოთაძეს: როგორ შეიძლებოდა თქვენ ჩამოგეხსნათ მთავარი პროკურორის სტატუსი, უფლებამოსილება და ქცეულიყავით კერძო პირად

17 თებერვალი, 2020 , 17:45

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა - გედევან ფოფხაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე , გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს სთხოვა, დაეკონკრეტებინა ბიძინა ივანიშვილის ბიზენსცენტრში, მამუკა ხაზარაძესა

გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გამო გადაწყვიტა - ფიქრია ჩიხრაძე

17 თებერვალი, 2020 , 16:05

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება. ჩიხრაძე ამბობს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი რთული ვი

ხოშტარია და ბოკუჩავა პარლამენტში ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ

17 თებერვალი, 2020 , 14:45

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის წარმოამდგენლები, თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბით მივიდნენ. "ამის მონა ხართ თქვენ! დაამთავრებთ ძალიან მალე",- მიმართეს დეპუტატებ

გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება

17 თებერვალი, 2020 , 14:30

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. ამის შესახებ მარგველაშვილმა “ტვიტერში” დაწერა: „ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელ

ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დამტკიცება სასამართლო ხელისუფლებაში „ქართული ოცნების` გავლენის ჩაბეტონება იქნება - ბექა ნაცვლიშვილი

17 თებერვალი, 2020 , 12:30

ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დამტკიცება სასამართლო ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ გავლენის ჩაბეტონება იქნება, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

17 თებერვალი, 2020 , 10:35

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`