უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 იანვარი, 2017 16:45
font-size

გიორგი გახარია დავოსში ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია დავოსში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრ ქალბატონ საჰარ ნასრის შეხვდა.

ოფიციალური ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ეგვიპტურმა მხარემ დაინტერესება გამოთქვა, ეკონომიკური კომისიის რიგით მესამე სხდომა 2017 წლის გაზაფხულზე ქ. თბილისში ჩატარდეს. კომისიას ეგვიპტის მხრიდან თავად ქალბატონი საჰარ ნასრი უხელმძღვანელებს.

საქართველო და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში.

2016 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა, საქართველოსა და ეგვიპტეს შორის, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 129%-ით და 19 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა გაიზარდა.

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ქართული მხარე მიესალმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას და გამოხატავს თანამშრომლობის მზადყოფნას ინვესტიციების მიმართულებით.

საკვანძო სიტყვები:

ევროკომისია მზად არის დაგვეხმაროს საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებაში - გიორგი ქობულია

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ევროკომისართან ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცთან შეხვედრა გამართა, სადაც ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებული მნი

ევრორეგულაციების დანერგვა საქართველოს დიდ სარგებელს მოუტანს - ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცი

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

„დღევანდელი შეხვედრა მართლაც კონსტრუქციული იყო. ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და შევთანხმდით, რომ ჩვენს თანამშრომლობას მყარი საფუძველი აქვს“ - ამის შესახებ ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა

გიორგი ქობულიამ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბრიუსელში DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

20 სექტემბერი, 2018 , 09:00

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

19 სექტემბერი, 2018 , 17:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს

19 სექტემბერი, 2018 , 17:10

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის 19 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6188 შეადგინა.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`