უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 სექტემბერი, 2018 14:35
font-size

გიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, რატუ ინოქე კუბუაბოლას და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს შორის საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ“.

აღნიშნული ხელს შეუწყობს მხარეთა შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით.

გიორგი გახარიამ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო საქმიანობის, განხორციელებული რეფორმებისა და პრიორიტეტების შესახებ. ,, ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობას, შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნეთ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რაზეც მადლობა გადავუხადეთ კოლეგას და დავსახეთ გეგმები როგორ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ერთობლივად მუშაობას საერთაშორისო პლატფორმებზე.’’- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დელეგაციის წევრები საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრსაც ეწვივნენ. ,,მემორანდუმის გაფორმების შედეგად, ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა მივიღოთ საქართველოსგან საუკეთესო გამოცდილება, კერძოდ, ფიჯის რესპუბლიკის წარმომადგენლები ეწვევიან საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს და განახორციელებენ მიღებული გამოცდილების დანერგვას ჩვენს ქვეყანაში.’’- აღნიშნა ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა ცენტრის დათვალიერების შემდეგ.

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის გარდა , ასევე დაგეგმილია ფიჯის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი მომსახურების სააგენტოში , ერთობლივი ოპერაციების ცენტრსა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში.

პრემიერ-მინისტრი შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

17 ოქტომბერი, 2018 , 13:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა შვედ დიპლომატს საქართველოში მისიის დაწყება მ

თუ როგორ დაიწყო დამოუკიდებელმა ქალბატონმა კანდიდატმა კამპანია, ადასტურებს, რომ ის რუსულ პროპაგანდასა და კრემლზე მუშაობს - ანდრეი პიონტკოვსკი

17 ოქტომბერი, 2018 , 13:55

ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევრის, ანდრეი პიონტკოვსკის შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, ადასტურებს, რომ ის კრემლზე

თბილისის გამგეობების მიერ ბიუჯეტის ათვისებისა და შესრულების მაჩვენებელი 93%-დან 100%-მდე მერყეობს - კახა კალაძე

17 ოქტომბერი, 2018 , 13:10

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ათივე გამგეობის 2018 წლის საქმიანობის ცხრათვიანი ანგარიში წარადგინა და გამგებლებს მადლობა გადაუხადა. მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა გამგეობების მიერ ბიუჯეტის ათვ

ბოლო ხუთ დღეში სალომე ზურაბიშვილს სოლიდური თანხა შესწირეს ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა და რამდენიმე ბიზნესმენმა - აუდიტის სამსახური

17 ოქტომბერი, 2018 , 13:10

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, ბოლო 5 დღეში შემოწირულება კიდევ რამდენიმე ათეულმა ფიზიკურმა პირმა განახორციელა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დეკ

წესითა და რიგით დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი კატასტროფული კრიზისის დროს რეალური რეაგირება არის მთავრობის გადადგომა - ნატო ჩხეიძე

17 ოქტომბერი, 2018 , 12:40

დეპუტატი ნატო ჩხეიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევის შესახებ. ჩხეიძის თქმით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებ

თბილისის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა დაავალა

17 ოქტომბერი, 2018 , 12:40

თბილისის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს სააგიტაციო მასალების იმ შენობა-ნაგებობებიდან და ლოკაციებიდან დაუყოვნებლივ ჩამოხსნა დაავალა, რომელზეც მათი გაკვრა ნებადართული არაა. მისივე დავალებით

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`