უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

30 მარტი, 2019 14:03
font-size

გიორგი გახარია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლის რეგიონში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, მათ შორის, ხურვალეთსა და ძუკუთაში მოადგილეებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას და თანამშრომლებს შეხვდა.

აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრმა რამდენიმე სოფლის მოსახლეობისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია ამ დროისთვის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ.

„ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პირველ მოადგილესთან კახა საბანაძესთან, მოადგილესთან ვლადიმერ ბორცვაძესთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში: ხურვალეთში, ყარაფილასა და ძუკათში იმყოფებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.

მინისტრმა რამდენიმე სოფლის მოსახლეობისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია ამ დროისთვის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა კახაბერ ქემოკლიძემ მინისტრს ადგილზე წარუდგინა ის რუკები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მავთულხლართების ადგილმდებარეობას ასახავს.

შინაგან საქმეთა მინისტრი, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალ ხურვალეთში, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ ვანიშვილების ოჯახსაც ესაუბრა. 86 წლის დათა ვანიშვილი სტუმრებს ესაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებსაც ის და მისი მეუღლე ოკუპანტებისგან ყოველდღიურად აწყდებიან.

გიორგი გახარიამ ხურვალეთის და ერედვის რაიონული სამმართველოს ნადარბაზევის საგუშაგოებიც დაათვალიერა. მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და პოლიციის თანამშრომლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნისა და არსებულ გამოწვევებზე რაციონალური რეაგირების მნიშვნელობას“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიას გადაუფრინა -სუსი

20 ივნისი, 2019 , 16:00

რუსული ვერტმფრენი საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაზე არ გადმოფრენილა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში განაცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოკუპანტების ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიას გადაუფრინ

დიალოგი, 1990-ანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით გაუჩინარებული ადამიანების შესახებ, გრძელდება

20 ივნისი, 2019 , 14:00

ერგნეთში საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 19 ივნისს, მე-14 შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით გაუჩინარებული ადამიანების ხვედრისა და ადგილსა

აფხაზეთში 1992-1993 წლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიზნით, ორმოც სამარხზე მეტი გაიხსნება

19 ივნისი, 2019 , 16:55

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიზნით, გათხრების მორიგ ეტაპს იწყებს. 40-ზე მეტ სავარაუდო სამარხზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კ

სალომე ზურაბიშვილი გრემისხევში საოკუპაცო ხაზთან ჩავიდა

17 ივნისი, 2019 , 16:30

საქართველოს პრეზიდენტი გრემისხევში საოკუპაცო ხაზთან ჩავიდა და თიჯრობის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტმა დიდი დანაშაული უწოდა საუკუნეების მა

დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში აისახა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობა

7 ივნისი, 2019 , 12:20

ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში ცალკეა გამოყოფილი რუსეთის გავლენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე და ასევე, ეთნიკური ქართველებ

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტიქიით დაზარალებული ფერმერებისთვის USAID 1 მლნ დოლარს გამოყოფს

6 ივნისი, 2019 , 15:10

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის პროექტს „ზრდა საქართველოში“ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელ