უახლესი ამბები
- 02.03.2021 17:43ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა
- 02.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა
- 02.03.2021 17:15ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- 02.03.2021 17:15როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
- 02.03.2021 17:15შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მივცეთ -ზაალ უდუმაშვილი
- 02.03.2021 16:00ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - შარლ მიშელი
- 02.03.2021 16:00„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
- 02.03.2021 16:00ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 02.03.2021 16:00კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა
- 02.03.2021 16:00რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
არქივი
პოლიტიკა


გიორგი გახარია კამალა ჰარისს მიმართავს -თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს ინაუგურაციის მისალოც წერილს უგზავნის.
წერილის ქართულ თარგმანს აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს:
„ძვირფასო ვიცე-პრეზიდენტო ჰარის, ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას. თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ დღეს ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე შეუძლია ნებისმიერი მიზნის მიღწევა.
2020 წლის არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტების ძალა და სიმტკიცე. შედარებით ახალგაზრდა დემოკრატიისთვის, საქართველომ, აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის წყალობით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა სახელისუფლო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დემოკრატიული რეფორმების გატარება, კარგი მმართველობის პრაქტიკის და კანონის უზენაესობის განმტკიცება იქნება საქართველოს ახლად არჩეული მთავრობის მთავარი პრიორიტეტები.
ჩვენი ერები იზიარებენ საერთო პრინციპებს, იდეალებსა და სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველო წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ და მტკიცე მოკავშირეს რეგიონსა თუ მის საზღვრებს გარეთ. ბოლო ათწლეულებში საქართველო დემოკრატიული ღირებულებებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის ბრძოლის ავანგარდში იმყოფება, დგას რა ამერიკელი მებრძოლების გვერდით მსოფლიოს ცხელ წერტილებში. საქართველო ამაყობს ღირებული პარტნიორის სტატუსით შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას.
თითქმის სამი ათწლეულის წინ ყოფილი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული ჩვენი პარტნიორობა გადაიზარდა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ ძლიერ ალიანსში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას, რისთვისაც გავაღრმავებთ ჩვენს თანამშრომლობას არაერთ სფეროში, დაწყებული თავდაცვითა და უსაფრთხოებით, დამთავრებული ვაჭრობითა და ეკონომიკით. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პირადი ერთგულება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაფართოების მიმართ.
და ბოლოს, გისურვებთ წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო მისიაში. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას უახლოეს მომავალში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების გზების განხილვის მიზნით. იმედითა და ოპტიმიზმით შევყურებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ახალი თავის დაწყებას“, – წერს გიორგი გახარია.

ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა
2 მარტი, 2021 , 17:43

როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
2 მარტი, 2021 , 17:15
„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
2 მარტი, 2021 , 16:00
რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
2 მარტი, 2021 , 16:00

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე - ბექა ოდიშარია
2 მარტი, 2021 , 16:00

წინასწარ საუბრები კომპრომისებზე, წითელ ხაზებზე სწორი არ არის, დღის წესრიგი ცნობილია, რაზეც ვსაუბრობთ, დანარჩენი მოლაპარაკების შედეგია - გიგი უგულავა
2 მარტი, 2021 , 14:55