უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
არქივი
პოლიტიკა
16 აპრილი, 2021 22:05
გიორგი გახარია კელი დეგნანს შეხვდა
ექსპრემიერი , გიორგი გახარია საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა – ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
შეხვედრა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შედგა, თუმცა მედიისთვის უცნობია, რის შესახებ იყო საუბარი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას გუნდმა ქართული ოცნების პარტია და საპარლამენტო ფრაქცია 14 აპრილს დატოვა – ექვსმა დეპუტატმა პარლამენტში ოპოზიციის სავარძლები დაიკავა.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი თანამდებობიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა. გახარიას განცხადებით, მიზეზი ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო.