უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

24 აპრილი, 2018 12:15
font-size

გიორგი გახარია ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ლიტვის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლინას ლინკევიჩიუსთან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მდგრადობის შენარჩუნების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები, ვიმედოვნებთ და გვწამს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს იღონებს, რათა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი და კითხვა გააქარწყლოს.

ჩვენ ყველა მიმართულებით ვხედავთ ქართული მხარის პროგრესსა და წინსვლას, რაც თვალსაჩინოა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებშიც.

აღსანიშნავია, რომ ლიტვა საქართველოს პარტნიორია და ყოველთვის აქტიურად დაუჭერს მხარს ყველა საჭირო მიმართულებით. შესაბამისად, მზად ვართ განვაგრძოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.

გიორგი გახარიამ ლიტვურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული და სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კავანის საგრაფოს ეწვია

18 სექტემბერი, 2018 , 14:45

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიაში გიორგი ზურაბაშვილი კავანის საგრაფოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრები გამართა კავანის მერთან მადელინ არგუსთან, საბჭოს აღმასრულებელ დირექტორთან ტომ

სირიის ანტიოსაჰაერო თავდაცვის სისტემამ შეცდომით ისრაელის თვითმფრინავის მაგივრად რუსული Ил-20 ჩამოაგდო - დაიღუპა 15 სამხედრო

18 სექტემბერი, 2018 , 13:30

სირიის ანტისაჰაერო თავდაცვამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი Ил-20 ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განმარტებით, სირიული მხარე ისრაელის საჰაერო ძალების 

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო მედიით გრძელდება

17 სექტემბერი, 2018 , 17:00

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული ადგილის რეკლამირებას საერთაშორისო მედიით. ამჯერად, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები საერთაშორისო ტელეკომპანიების CNN, BBC, EURONEWS

რუსეთის პატრიარქი ლიტურგიის დროს კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოხსენიებას წყვეტს

16 სექტემბერი, 2018 , 10:00

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, ლიტურგიის დროს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომეოსის მოხსენიებას წყვეტს, თუმცა, მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიულ კავშირს ინარჩუნებს. რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბ

რუსეთის პატრიარქი ლიტურგიის დროს კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოხსენიებას წყვეტს

15 სექტემბერი, 2018 , 15:25

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, ლიტურგიის დროს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომეოსის მოხსენიებას წყვეტს, თუმცა, მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიულ კავშირს ინარჩუნებს. რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბ

ლუგარის ცენტრში აშშ ბიოლოგიურ იარაღს არ ქმნის, ეს საერთოდ აშშ-ს ობიექტი არაა - აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი

15 სექტემბერი, 2018 , 15:25

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერიკ პაჰონმა აბსურდული უწოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის ბრალდებას აშშ-ის მიერ საქართველოში ხალხზე  საიდუმლო ექსპერიმ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`