უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ოქტომბერი, 2019 15:25
font-size

გიორგი გახარია მეღვინეებს: ყოველგვარი შებოჭვის გარეშე, ღიად მითხრათ, სად გჭირდებათ დახმარება

ჩვენ არ გვჭირდება ხანგრძლივი საუბრები იმაზე, რომ რაღაც გეგმები დავსახოთ, კონკრეტული პრობლემატიკა - კონკრეტული გადაჭრის გზები, მხოლოდ ეს არის შეხვედრის მიზანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, მეღვინეებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის ახალი ფორმატი შეიქმნება.

„ჩვენ ასევე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რთველზე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გამოვძვერით, როგორც ჩანს არ იყო მარტივი რთველი და არ მიმდინარეობდა ერთმნიშვნელოვნად, დარჩენილია გარკვეული საკითხები და რას ვაკეთებთ, ამაზეც ვისაუბრებთ. გვესმის, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია და ხარისხზე მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 9 მილიონ ლარზე მეტია ჩადებული მარკეტინგული პროგრამებისთვის, ამის მიზნობრიობაც საფიქრალია, თუ როგორ გავაკეთოთ და სად მივმართოთ. მოკლედ და კონკრეტულად - მეღვინეობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი, არ არის მხოლოდ ეკონომიკა, ეს ჩვენი კულტურული იდენტობის ნაწილია და მინდა, ყოველგვარი შებოჭვის გარეშე, ღიად მითხრათ, სად არის პრობლემები, სად გჭირდებათ დახმარება და შემდეგ მე გეტყვით, სად ვხედავთ გარღვევების საშუალებას, სად შეიძლება ცოტა უფრო ეფექტურებიც ვიყოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელს ბოქლომი დაადეს

21 ნოემბერი, 2019 , 12:15

მთავრობის სხდომის პარალელურად კანცელარიასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, სიმბოლურად, მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელს ბოქლომი დაადეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სიმბოლურად დაედება ყველა სამთვავრობო

დღეიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია იკრძალება

21 ნოემბერი, 2019 , 11:30

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილ

უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში - გიორგი გახარია

21 ნოემბერი, 2019 , 10:55

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გ

საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ მინისტრის პრესსპიკერი იქნება

21 ნოემბერი, 2019 , 10:55

საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ მინისტრის პრესსპიკერი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი

ღვაწლმოსილი ექიმი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მის პროფესიულ საქმიანობას - თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

20 ნოემბერი, 2019 , 17:30

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფ

ზუგდიდში მაჟორიტარების პლაკატები თავდაყირა გააკრეს

20 ნოემბერი, 2019 , 17:10

ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას პლაკატები თავდაყირა გააკრეს. ინფორმაციას რადიო „ათინათი” ავრცელებს. მოქალაქეები ამ ფორმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება გააპროტესტე