უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ივნისი, 2020 18:44
font-size

გიორგი გახარია ნატო ჩხეიძეს: ვერ მივხვდი ეპისტოლარულ ჟანრს

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დამოუკიდებელ დეპუტატ ნატო ჩხეიძის კითხვას არ უპასუხა, რადგან თქვა, რომ ვერ გაიგო, ვერ მიხვდა ეპისტოლარულ ჟანრს.

"ვერ მივხვდი თქვენს ეპისტოლარულ ჟანრს, ამიტომ ძალიან გთხოვთ ეს კითხვები წერილობით მომაწოდეთ და წერილობით გიპასუხებთ", - მიმართა გახარიამ ჩხეიძეს.

ნატო ჩხეიძემ კითხვის დასმისას პრემიერს უთხრა, რომ ბოლო თვეში პარლამენტში 2 ვიზიტისას გახარიამ მის კითხვებს კატეგორიულად არ უპასუხა.

დეპუტატმა პრემიერს გაახსენა წინა ვიზიტების დროს დასმული კითხვები - თუ რა ბედი ელოდათ სამშობლოში დაბრუნებულ ემიგრანტებს და რა გაკეთდა ექიმებისთვის "წამახალისებელი ელემენტების" ფარგლებში. დამატებით კი 2 ახალი კითხვა დასვა:

"თქვენ თქვით, რომ ივანიშვილის დონაციას გამოიყენებდით მეტი გაჭირვების პირობებში, რა არის ეს მეტი გაჭირვება და კონკრეტულად რა პროექტში აპირებთ ამ თანხის გამოყენებას. მეორე, მე არ ვიცი ბატონ სესიაშვილს რატომ დასჭირდა თქვენი წახმარება 20 ივნისთან დაკავშირებით, ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ლოკალური ამნეზია გაქვთ ამ საკითხთან. რა არგუმენტები გაგაჩნიათ [საპარლამენტო] შტურმის დასასაბუთებლად, გარდა ზეპირსიტყვიერი რიტორიკისა", - თქვა ნატო ჩხეიძემ.

საკვანძო სიტყვები:

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი