უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 დეკემბერი, 2016 17:10
font-size

გიორგი გახარია საინჟინრო კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ადგილობრივი საინჟინრო კონკურსის გამარჯვებული ორი ქართველი მოსწავლე აშშ-ში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ,,გლობალური ინჟინერიის აკადემიის’’ ერთკვირიან პროგრამაში. ალექსანდრე ხოხიაშვილს და ანი შუბლაძეს დღეს ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა და მათ მიერ შექმნილ საინჟინრო პროექტებს გაეცნო. გიორგი გახარიამ მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და სერტიფიკატები გადასცა. მოსწავლეებთან შეხვედრას ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ, - აცნობეს მედიანიუსს ეკონოიმიკის სამინისტროდან.

ალექსანდრე ხოხიაშვილი კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის 119-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა, ხოლო ასევე მე-11 კლასელი ანა შუბლაძე ბათუმის საერო ელიტარულ სკოლა „გორდაში“ სწავლობს. ხოხიაშვილი ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ინოვაციების კონკურსის მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრია (პროექტი „პროცესორიდან ნეირონამდე“), ხოლო შუბლაძე - ლეონარდო და ვინჩის კონკურსის ფინალისტია (პროექტი „გაჟონვის აღმკვეთი მოდული“).

აშშ-ში ქართველ მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ გაიცნონ ტექნიკურ მეცნიერებებში მსოფლიოში აღიარებული პროფესორები და გაიზიარონ მათი გამოცდილება, ამასთან ერთად წარმოადგინონ საქართველო და საკუთარი საინჟინრო პროექტები.

როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, საქართველოსათვის ძალზედ მნიშვნელოვანია სამეცნიერო, საინჟინრო, ტექნოლოგიების მიმართულების (STEM) განვითარება. ეს არის მომავალი პროფესიები, რაზე მოთხოვნაც არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში იზრდება. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო კვლავ განაგრძობს STEM-ის მიმართულების წახალისებას და მათში ახალგაზრდების ჩართვას.

საკვანძო სიტყვები:

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 17:25

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მო

ირლანდიაში ყოველწლიური სემინარი „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

2018 წლის 16 ნოემბერს, დუბლინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისის შენობაში - ევროპის სახლში (Europe House) გაიმართა ყოველწლიური სემინარი „საქართ

დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცია გამოიკვეთა, რაც ნიშნავს, რომ ცალსახად სწორი გზით მივდივართ - დავით სერგეენკო

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გატარებული რეფორმის შედეგად ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცი

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუ

ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწია გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების აღდგენის სფეროში - ლევან დავითაშვილი

17 ნოემბერი, 2018 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „თანამშრომლობა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით" მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას,

,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს

17 ნოემბერი, 2018 , 13:45

,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საფინანსო კომპანია ,,საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უკვე მესამე კვირაა, ბიძინა ივანიშვილთან და კახი კალაძესთან შეხვედრა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`