უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 ივნისი, 2020 16:47
font-size

გიორგი გახარია - საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ უკვე მთავარი ამოცანა დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაა.

„დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა არის, რომ საქართველოში არჩევნები იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ, უმაღლეს სტანდარტებს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. ამის შემდგომ, ვის მისცემს უკვე ხმას ამომრჩეველი, როდესაც საარჩევნო ურნასთან აღმოჩნდება, ეს მისი გადასაწყვეტია.

მე დარწმუნებული ვარ და პარლამენტში გამოსვლის დროს ვთქვი, ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, პირადად მე რაც მამოძრავებს, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ დღეს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, მადლობა გადაუხადა.

გახარიას თქმით, მოქალაქეების წინაშე თავს ვერ გაიმართლებს ის, ვინც გაურკვეველი კრიმინალური ქეისების გამო, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

პრემიერმა ცვლილებების პოლიტიკურ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„საკონსტიტუცციო ცვლილებები, რომელიც ჩვენ გვაახლოებს უფრო პროპორციულ და საბოლოო ჯამში, პროპორიციულ საარჩევნო სისტემასთან, ჩემთვის პირადად ნიშნავს რამდენიმე სერიოზულ მიღწევას. პირველ რიგში, ეს არის შეუბრუნებელი პროცესი, რომელზეც ქართული, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 90-იანი წლებიდან ოცნებობდა და ეს ვერავინ გააკეთა, ეს შეძლო „ქართულმა ოცნებამ“, – აღნიშნა გახარიამ.

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები 117 ხმით დაამტკიცა.

საქართველოს და აზერბაიჯანს, როგორც ჭეშმარიტ სტრატეგიულ პარტნიორებს აკავშირებთ მჭიდრო ურთიერთობები კულტურის, ჰუმანიტარულ და განათლების საკითხებში - დავით ზალკალიანი

24 სექტემბერი, 2020 , 17:25

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კულტურული და ხალხთაშორისი მიმართულება არის მნიშვნელოვანი განზომილება, რომელიც წარმოადგენს იმ პოზიტიური დინამიკის საფუძველს, რაც არის ჩამოყალიბებული ორმხრივად საქარ

ნუ იმალებით! - “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

24 სექტემბერი, 2020 , 17:25

„ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ხაზარაძის თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო გახშირდა პოლიტიკური დებატები ს

ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს: უნდა შეიზღუდოს საარჩევნო კაბინაში მობილურის შეტანა

24 სექტემბერი, 2020 , 17:10

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილება შევიდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველს საარჩ

საქართველოს აზერბაიჯანის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

24 სექტემბერი, 2020 , 14:20

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზუ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება აკნინებს პარლამენტის ინსტიტუტს და მის როლის არასწორად წარმოაჩენს - „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“

24 სექტემბერი, 2020 , 12:45

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება აკნინებს პარლამენტის ინსტიტუტს და მის როლის არასწორად წარმოაჩენს, - ამის შესახებ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის განცხადებით, პარლ

პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

23 სექტემბერი, 2020 , 22:06

პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. საპარლამენტო მანდატებისთვის იბრძოლებენ: გლდანში (თბილისი) - ნიკანორ მელია; ისანში (თბილისი) -

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.