უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

26 სექტემბერი, 2017 17:00
font-size

გიორგი გახარია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სათათბიროს პრეზენტაციას დაესწრო

ფერმერთა ასოციაციამ (GFA), ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ფერმერთა სათათბირო ოფიციალურად დააფუძნა. სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ასოციაციის სათათბიროს დაფუძნებისა და სათათბიროს შემადგენლობის პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმღვანელი იანოშ ჰერმანი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 2012 წელ ფერმერ ნინო ზამბახიძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა, ის ამჟამად 2000-მდე ფერმერს აერთიანებს. ასოციაციამ მოკლე დროში შეძლო სახელმწიფოსა და ფერმერთა შორის მაკოორდინირებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბება. ღონისძიების მიმდინარეობისას აქცენტი გაკეთდა საქართველოს ფერმერთა სათათბიროს მიზნებსა და პრიორიტეტებზე.

5 წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ფერმერთა ასოციაციას დაარსების 5 წლის იუბილე მიულოცა. მისი შეფასებით, ასოციაცია დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული პროფესიული გაერთიანებაა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში.

„მე დღეს ალბათ ძალიან დიდი გადაწყვეტილება მივიღე, თუ რას გავაკეთებ ამ სამსახურიდან წასვლის შემდეგ - ერთმნიშვნელოვნად გავხდები ფერმერი და მინდა, იცოდეთ ერთი რამ, რომ ყველაფერი, რასაც თქვენ დღეს აკეთებთ, არის სამაგალითო. ეს არის საზოგადოების ორგანიზების მოდელი და იმის მოდელი, თუ როგორ უნდა აიღოს ცალკეულმა ადამიანმა თავის თავზე პასუხისმგებლობა - სახელმწიფოს კი არ უნდა უყუროს და მისგან რაღაცას ელოდოს, არამედ თავად აიღოს პასუხისმგებლობა. თქვენ ამ მაგალითს აძლევთ ყველას - ადამიანებს, სხვადასხვა დარგობრივ გაერთიანებას და ეს არის ყველაზე მთავარი - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ყველა წამოწყებას და ინიციატივას გარკვეული ფინანსური სტაბილურობა სჭირდება.

„ჩვენ, როგორც მთავრობას, შეგვიძლია უბრალოდ შევქმნათ გარკვეული ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, იმოქმედოთ ისე, როგორც ახლა მოქმედებთ. ეს შეიძლება იყოს სპეციალური რეჟიმები, ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და სოფლის მეურნეობის პროგრამების ფარგლებში თქვენი დახმარება, ეს შეიძლება იყოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, რომ უფრო მარტივად გაიტანოთ ხარისხიანი პროდუქტი ექსპორტზე და ასე შემდეგ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი