უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 იანვარი, 2017 14:00
font-size

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს.

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრ დოქტორ მაჯედ ბინ აბდულა ალ კასაბის შეხვდა.

ოფიციალური ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოში გაზრდილი არაბული ინვესტიციები იყო. საუდის არაბეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ქართული მხარე მიესალმება ურთიერთობის გაღრმავებას და გამოხატავს თანამშრომლობის მზადყოფნას ინვესტიციების მიმართულებით.

გიორგი გახარია შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმასა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. საუბრისას აღინიშნა ის პრიორიტეტული ეკონომიკური სექტორები, რომელთა განვითარებაზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს.

2016 წლის III კვარტლის მონაცემებით, საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 10.53 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8-ჯერ მეტია. ხოლო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის 25.19 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 266%-ით აღემატება.

საკვანძო სიტყვები:

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

20 ნოემბერი, 2018 , 17:35

20 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6741 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6593 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0, 0148 თეთრი შეადგინა.  გამყ

სებ-მა უნდა განაგრძოს მუშაობა მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში - საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

20 ნოემბერი, 2018 , 15:10

მნიშვნელოვანია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძოს მუშაობა მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში, რომელიც საქართველოს ეხმარება, წარმატებით გაუმკლავდეს საგარეო შოკებს, – განაცხადა საქართველოში საერთაშორისო ს

არ მჯერა იმის, რომ ჩვენ შეიძლება დავაძალოთ ვინმეს თანამშრომლობა - ეკონომიკის მინისტრი Vivus-ის უარზე

20 ნოემბერი, 2018 , 13:15

„ვვარაუდობ, Vivus-ის უარის მიზეზი პორტფელის გამოსყიდვის ფასთან დაკავშირებული მოლაპარაკებაა“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მიკროსაფინანსო ორგა

სადაზღვევო კომპანიების მოგება 20 %-ით გაიზარდა

20 ნოემბერი, 2018 , 12:25

სადაზღვევო კომპანიებმა მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, 417,2 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით მეტია.  ინფორმაციას ამის შესახებ ,,ბიემჯი“ ავრცელებს. გამოცემი

რა შემთხვევებში გაუნულდება შავ სიაში მყოფ პირს საბანკო დავალიანება - საქართველოს საბანკო ასოციაციის განმარტება

19 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს საბანკო ასოციაცია 600 000 მოქალაქისთვის საბანკო დავალიანების განულების საკითხზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, კონკრეტულად ვის შეეხება მთავრობის ინიციატივა. გარდა ამისა, ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ კომერ

ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ხელშეწყობისთვის კადრების გადამზადების ცენტრის შექმნა იგეგმება

19 ნოემბერი, 2018 , 17:15

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გიორგი ქობულიასა და ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე აქტიურად განიხილეს, სექტორში კვალიფიციური კადრების ზრდის ხელშეწყობა და ამისთვის სპეციალური პროგრამები

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`