უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 იანვარი, 2017 12:15
font-size

გიორგი გახარია შეიხ აჰმედ ბინ იასიმ ბინ მოჰამედ ალ ტანის შეხვდა

დავოსში მიმდინარე 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ყატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეიხ აჰმედ ბინ იასიმ ბინ მოჰამედ ალ ტანისთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის გაზრდილ ორმხრივ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. შეიხმა მზადყოფნა გამოთქვა წვლილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაში.

გიორგი გახარიამ შეიხს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. საუბარი შეეხო ქვეყანაში ყატარული ინვესტიციების მოზიდვას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს ისეთ სახელმწიფო პროგრამებს სთავაზობს, რომლებიც ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ტრადიციულად, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს, მეცნიერებს, ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს მასპინძლობს. წლევანდელ ფორუმში, რომლის დევიზია "პასუხისმგებლიანი ლიდერობა," მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, 50 ქვეყნის 1000-მდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი