არქივი
კომენტარი

გიორგი გახარია თრუსოს ხეობასთან საქართველოს მოქალაქეების დაკავებას დამაფიქრებელსა და შემაშფოთებელს უწოდებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თრუსოს ხეობასთან საქართველოს მოქალაქეების დაკავებას დამაფიქრებელსა და შემაშფოთებელს უწოდებს.
როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებული ახალაგაზრდები დღეს, დაახლოებით 16:00 საათისთვის გათავისუფლდებიან.
„ეს სამწუხარო, დამაფიქრებელი, უფრო მეტიც, შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ ვიმუშავეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად და იმედი გვაქვს, რომ დღეს 16:00 საათისთვის ჩვენი მოქალაქეები გათავისუფლდებიან. მათი ჯანმრთელობა წესრიგშია და ველოდებით, რომ დღეს 16:00 საათისთვის იქნებიაან გათავისუფლებულნი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
თრუსოს ხეობაში დაკარგული მოლაშქრეები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის ე.წ. სასამართლო პროცესი გუშინ, დღის მეორე ნახევარში ცხინვალში გაიმართა.
საკვანძო სიტყვები:

„ლარი მყარდება და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“ - ნათია თურნავა
10 დეკემბერი, 2019 , 16:05

ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარს არ დავუჭერ - თამარ ჩუგოშვილი
10 დეკემბერი, 2019 , 10:15

მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პიკეტები და აქციები გაგრძელდება-გიგი უგულავა
9 დეკემბერი, 2019 , 13:55

მაია ცქიტიშვილი `ანაკლიის განვითარების კონსორციუმს` მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ
6 დეკემბერი, 2019 , 17:30

რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ ეს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური არჩევანია - გია ვოლსკი
6 დეკემბერი, 2019 , 16:40

უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ - მამუკა მდინარაძე
6 დეკემბერი, 2019 , 16:10