უკან
კომენტარი
11 სექტემბერი, 2017 15:40
გიორგი გახარია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს.
"ტურიზმის სააგენტოში დღეს საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა ხვალ შეიძლება დაიგეგმოს, როდესაც ასეთი გამოწვევები გვაქვს ტურიზმში, ტურისტების რაოდენობა და მიღწევები. ვფიქრობ, გამოწვევებზე საპასუხოდ შესაძლებელია ცვლილებები მოხდეს. ტურიზმი არის ის მიმართულება, რომელზეც გვჭირდება კონცენტრირებული მუშაობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, გიორგი ჩოგოვაძის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანემდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რომელიც თავად ჩოგოვაძემ უარყო.