უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 თებერვალი, 2017 18:00
font-size

გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სტამბოლში მიმდინარე სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში თურქეთის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მინისტრს შეხვდა. გიორგი გახარიამ და ფარუკ ოზლუმ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. მხარეებმა მათ შორის სარფის ტერმინილზე მიმდინარე რეკონსტრუქციის შესახებ ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე იტქვა, რეკონსტრუქცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, რათა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას ხელი არ შეეშალოს, - აცნობეს მედიანიუსს ეკონომიკის სამინისტროდან.

,,გვქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ თურქეთის მხარესთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ღია გვაქვს და გვსურს, რომ კიდევ მეტი ქართული პროდუქტი იყოს წარმოდგენილი თურქულ ბაზარზე იმისთვის, რომ ჩვენი სავაჭრო ბალანსის დისბალანსი გამოსწორდეს. თურქეთის მხარე გვპირდება, რომ ეს ცვლილებები ახალ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება. ვისაუბრეთ ასევე სატრანსპორტო დერეფნებსა და ჩვენს გადამზიდავებზე “ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობა არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა ერთმანეთის ეკონომიკურ პოტენციალს სინერგიის ძალა შესძინონ და თავიანთი ეკონომიკები სწრაფად განავითარონ. გიორგი გახარიას განცხადებით, ამას დღევანდელი გამოწვევების პერიოდში სერიოზული მნიშვნელობა აქვს.

საკვანძო სიტყვები:

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი