უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

23 მაისი, 2017 13:50
font-size

გიორგი გახარია თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს, აჰმედ არსლანს შეხვდა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს და ისაუბრეს იმ რეგიონული მასშტაბის პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

„ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში, როდესაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის განვითარება და ამ ჭრილში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან ერთობლივი პროექტების განხორციელება“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას და მის ეფექტიან ფუნქციონირებას. გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი, რისთვისაც საქართველოს მთავრობის ძალისხმევით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ასეთ პროექტებს შორის მინისტრმა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა და თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარება დაასახელა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საავტომობილო მიმოსვლის განვითარებას საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის. მხარეებს შორის საუბარი შეეხო გადაზიდვის ნებართვების რაოდენობის გაზრდისა და ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე გადამზიდავებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის საკითხებს. მინისტრებმა ასევე სამოქალაქო ავიაციისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი