უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 ივლისი, 2020 15:05
font-size

გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეების შეფასებით, პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში განხორციელებული პირველი მაღალი დონის ვიზიტი მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, თუ რაოდენ მჭიდროა საქართველოსა და უნგრეთის პარტნიორული ურთიერთობები.

„შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, სამომავლო პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე.

პიტერ სიიარტომ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და აღნიშნა, რომ ქვეყანა არის ლიდერი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისე ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მისივე თქმით, საქართველო თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი ალიანსი შეიძლება ჰქონდეს ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო ქვეყნების წარმატებას „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში.

უნგრულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები ამ მიმართულებით და ხაზგასასმელია როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე მოქალაქეების ძალისხმევა.

„აგრეთვე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს-გარემოსა და უნგრული კომპანიების სურვილზე – საქართველოში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით. მათ შორის, ხაზი გაესვა ქვეყანაში უნგრული კომპანია – „ვიზეარის“ წარმატებულ ოპერირებას. საუბარი შეეხო, შესაძლებლობისთანავე, ქვეყნებს შორის ტურიზმის გააქტიურების მნიშვნელობას და ითქვა, რომ საერთაშორისო მგზავრობის პირობების შემსუბუქება განხორციელდება ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და ფრთხილად, რათა საფრთხე არ შეექმნას მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ დაზიანდეს ის შედეგები, რაც მიღწეულია. პიტერ სიიარტომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა უნგრეთის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური ფაქტორი - რომან გოცირიძე

5 აგვისტო, 2020 , 17:51

“მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური ფაქტორი და ასევე იქნება საპარლამენტო არჩევნების პირობებში, როგორც არ უნდა ეშინოდეს „ქართულ ოცნებას“ და წუწუნებდეს,” - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალურ

მიშას დაბრუნება არ შეიძლება, მაგრამ ვანიშვილი უნდა წავიდეს -გედევან ფოფხაძე

5 აგვისტო, 2020 , 16:55

“ყველა განცხადება, რომელიც კეთდება სააკაშვილის მხრიდან, არის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა და „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დატოვების მცდელობა,” - ამის შესახებ პარტიის „ჩვენი საქართველო-სო

„ქართული ოცნების“ დამარცხების მიზნით, ოპოზიციურ კოლეგებთან კოორდინაცია ძალაში რჩება - ბადრი ჯაფარიძე

5 აგვისტო, 2020 , 14:25

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ამ პროცესში ოპოზიციური პარტიების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, “ლელო საქართველოსთვის“ - სტრატეგია და პრინ

`სტრატეგია აღმაშენებლის` განცხადება არის მცდარი და ემსახურება მოსახლეობის დეზინფორმირებას კახა ლაბუჩიძე

4 აგვისტო, 2020 , 11:27

ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე პოლიტიკური პლატფორმის "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის ანა კობახიძის განცხადებას ეხმაურება. როგორც კახა ლაბუჩიძე სოციალურ ქსელში წერს, ანა კობახიძის განცხადება მცდარია და მოსახლეობის

დაიწყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება სამთავრობო კანდიდატის სასარგებლოდ! - ანა კობახიძე

4 აგვისტო, 2020 , 11:10

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრის, პარტიის საარჩევნო საკითხების მიმართულების ხელმძღვანელის ანა კობახიძის ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა სამთავრობო კანდიდატების სასარგებლოდ ადმინისტრაც

სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას - ნინო ბურჯანაძე

3 აგვისტო, 2020 , 16:20

„ვფიქრობ, სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას და მას არ ესმის, რომ როდესაც ის ხალხთან კოალიციაზე ლაპარაკობს საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს მასთან კოალიცია არ უნდა,” - ასე ეხმაურება ,,ერთიანი საქართველოს"

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე