უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

24 ივნისი, 2019 15:35
font-size

გიორგი გახარია ვერც პოლიტიკოსად შედგა - დავით ჭიჭინაძე

20-დან 21 ივნისის ღამეს ქვეყანაში სისხლი დაიღვარა და მე ვერ ვხედავ ვერავის დასჯილს. თუ ეს იყო ძალოვანი უწყებების ბრალი, პასუხი უნდა აგოს შს მინისტრმა. თუ, როგორც მთავრობა გვეუბნება, ეს იყო გარკვეული ექსტრემისტურ- პოლიტიკური ძალების ბრალი, მაშინ ისინი უნდა დაისაჯონ, - ასე ეხმაურება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს განვითარებულ მოვლენებს.

ამასთან, ჭიჭინაძე ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის თანახმადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება.

„გიორგი გახარია ვერც პოლიტიკოსად შედგა, იმიტომ რომ მან არც ადამიანებთან იცის საუბარი, არც ჟურნალისტებთან და მხოლოდ ბოდიშით იფარგლება და როგორც მინისტრიც უიღბლო აღმოჩნდა - 20 ივნისის ღამე, პანკისის მოვლენები, ლგბტ თემის გარშემო მიმდინარე მოვლენები, გაზრდილი კრიმინალი.

რაც შეეხება უმრავლესობის განცხადებას ნულოვანი ბარიერის შესახებ, ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მიკედლებული იყვნენ სააკაშვილთან იმისათვის რომ დეპუტატები გამხდარიყვნენ, ეს ადამიანები, ვფიქრობ, დატოვებენ ამ გაერთიანებას და დამოუკიდებლად შეეცდებიან პარლამენტში შესვლას და ამას განიცდის დღეს სააკაშვილი. პოლიტიკური ცხოვრებისთვის ეს ნამდვილად კარგია - ხალხს მეტ არჩევანს სთავაზობ. ანუ, მივიღებთ რეალობას, როდესაც „ნაცების“ და „ოცნების“ გარდა სხვა არჩევანი გვექნება. მეტი არჩევანი კი, სხვა არაფერია, თუ არა მეტი სამართლიანობა ქვეყანაში“ , - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ტარიფების ზრდა ალბათ, გარდაუვალია - რომან კაკულია

22 ოქტომბერი, 2019 , 17:15

სემეკი-ს ახლადარჩეული ხელმძღვანელის დავით ნარმანიასა და მთავრობის წევრების მოსაზრებას დენის ტარიფის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით, არ ეთანხმებიან პარლამენტში. დარგობრივი და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარ

ანაკლიის პროექტს პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა არ სჭირდება - მაია ცქიტიშვილი

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

"ჩვენ ამ შეხვედრებს აუცილებლად გამართავთ იმ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში, რომელიც ორივე მხარეს საშუალებას მოგვცემს", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

`რატომ წელიწადი და 10 თვის მერე?! - მალხაზ მაჩალიკაშვილი

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე ვახტანგ გომელაურის, სოსო გოგაშვილის და ირაკლი ჩიმაკაძის დაკითხვას სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა. "რატომ წელიწადი და 10 თვის მერე

9 მთა და 9 ზღვა გადავიარე, 9 თავიანი გველეშაპიც გავგმირე, სანამ აქამდე მოვიდოდი - ვატო შაქარაშვილი

22 ოქტომბერი, 2019 , 13:00

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთან, გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა

სტატისტიკა მოწმობს, რომ ექსპორტის ზრდისთვის ყველაფერს ვაკეთებთ - ნათია თურნავა

21 ოქტომბერი, 2019 , 17:10

„ჩვენი განვითარების ეკონომიკური მოდელი ორიენტირებულია ქართული წარმოების, პირველ რიგში კი საექსპორტო წარმოების განვითარებაზე. ბოლოდროინდელი დინამიკა და სტატისტიკა სწორედ იმას მოწმობს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რა

გიორგი გახარია `მუქარის წერილზე`: ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ

21 ოქტომბერი, 2019 , 15:20

"ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მამუკა ხაზრაძის ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა. ჟუ