უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

29 ივნისი, 2017 16:20
font-size

გიორგი გახარიამ და სურენ კარაიანმა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს

„საქართველოსა და სომხეთს აქვს ორმხრივი სავაჭრო ურთერთობების განვითარების დიდი პოტენციალი და ჩვენ ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ერევანში სომხეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრთან, სურენ კარაიანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს და განიხილეს ორმხრივი და საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობის მნიშვნელოვანი საკითხები.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარიამ სომეხ კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით 29 ივნისს ერევანში იმართება. მინისტრის თქმით, მსგავსი ფორუმები კარგი საშუალებაა კერძო სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის.

შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების მნიშვნელობაზე როგორც საქართველოსთვის, ისე რეგიონის ქვეყნებში არსებული სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალისა და ექსპორტ-იმპორტის მაქსიმალურად რეალიზებისთვის. მინისტრის განცხადებით, პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გახდნენ მიმზიდველი პლატფორმა დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ვაჭრობისთვის. გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის მთავრობებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი კერძო კომპანიებს მნიშვნელოვან სავაჭრო ბაზრებზე გასვლისა და დივერსიფიკაციის პროცესებში.

გიორგი გახარიამ და სურენ კარაიანმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სექტორზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად ვითარდება. მინისტრების შეფასებით, ეს ტენდენცია გაგრძელდება და ორივე ქვეყანა შეძლებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს აღნიშნულ სფეროში.

სომხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის. ქვეყნებს შორის სამთავრობო დონეზე შექმნილია ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, საინვესტიციო, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

14 სექტემბერი, 2019 , 11:06

საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ცოტა ხნის წინ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა. ამ მომენტამდე საქართველოს და დანიი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9607 ლარი გახდა

13 სექტემბერი, 2019 , 17:45

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9607 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9638 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

რა პასუხი აქვს ფინანსთა მინისტრს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 54%-იან კლებაზე?

13 სექტემბერი, 2019 , 17:20

2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 53.7%-ით შემცირდა. კვარტალური ინვესტიციების ასეთი დრამატული ვარდნა ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში იყო.

ნათია თურნავამ პირველი შეხვედრა აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე United Airlines - ში გამართა

12 სექტემბერი, 2019 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ქალაქ ჩიკაგოში ამერიკული ავიაკომპანიის United Airlines - ის ოფისში გამართა. ნათია თურნავა ამერიკაში ეკონომიკი

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა

12 სექტემბერი, 2019 , 15:20

„ფრეიზერ ინსტიტუტის“ (Fraser institute) 2019 წლის რეიტინგის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ თანახმად, საქართველოს პოზიცია, წინა წელთან შედარებით, ერთი პოზიციით გაუმჯობესდა და მე-12 ადგილი დაიკა

ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე გავიდა

12 სექტემბერი, 2019 , 11:48

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ „რკო“ საკუთარი პროდუქცია საფრანგეთში ექსპორტზე გაიტანა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ფრანგული კომპანია

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს