უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 მარტი, 2018 16:45
font-size

გიორგი გახარიამ ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“ გახსნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, მეშვიდე წელია, ტრადიციულად საქართველოში იმართება ყოველწლიური, ოთხდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“.

კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

„ჩვენ, საქართველოს მთავრობა, დიდ ყურადღებას ვაქცევთ გენდერულ თანასწორობას და ქალთა უფლებების დაცვას. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა. ჩვენ ეს დავადასტურეთ მას შემდეგ, რაც შევუერთდით სტამბოლის კონვენციას, რომლიდან გამომდინარეც საქართველოს მთავრობამ განახორციელა არაერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომლებიც ხელს უწყობს ქალთა ჩართულობას სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არა მხოლოდ პოლიციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, არამედ მთლიანად სახელმწიფოში. ჩვენთვის ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი და ის რესურსი, რომელიც ქვეყანას განვითარებასა და წინსვლაში უნდა დაეხმაროს. მინდა აღვნიშნო, რომ საპოლიციო სისტემაში ქალთა როლი სულ უფრო და უფრო იზრდება. ჩვენ დღეს შსს-ში ვმუშაობთ, მაგალითად, ისეთ ძალზე მნიშვნელოვან რეფორმაზე, როგორიც არის ე.წ. უბნის ინსპექტორი, სადაც ვხედავთ ქალების ჩართულობის პრინციპულ მნიშვნელობას და ვთვლით, რომ ამ ახალ ინსტიტუტში ქალის როლი უნდა იყოს კიდევ უფრო მაღალი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა როლი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვნად იყოს გაზრდილი და უფრო მეტიც, მაღალი დონის მენეჯმენტში ქალი წარმომადგენლები გვყავდეს. მოგეხსენებათ, რომ ამ ფუნქციით მე დღეს მყავს ორი მოადგილე და მინდა აღვნიშნო, რომ ისინი არიან საუკეთესოები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კონფერენციაზე, ასევე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კახეთის რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - მაია ჯავახიშვილის ხსოვნას.

ღონისძიებას 13 ქვეყნის წარმომადგენელი პოლიციელი ქალები ესწრებიან: მოლდოვიდან, მონტენეგროდან, ალბანეთიდან, ფილიპინებიდან, პაკისტანიდან, ინდონეზიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

საერთაშორისო კონფერენცია სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიციელთა რიგებში ქალის როლის წარმოჩენას და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. ღონისძიების ფარგლებში, პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით, ქალი-პოლიციელები ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გაიუმჯობესებენ და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

საკვანძო სიტყვები:

საჯარო მოხელეებისგან სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას მოითხოვენ, რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სამსახურიდან გათავისუფლების მუქარას - ISFED

21 ნოემბერი, 2018 , 13:15

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელშიც

ინიციატივა 600 000 მოქალაქისთვის ფინანსური ვალდებულებების განულების შესახებ უპრეცედენტო მასშტაბის ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენს - ISFED

21 ნოემბერი, 2018 , 13:15

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა 600 000 მოქალაქისთვის საბანკო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ამომრ

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ

21 ნოემბერი, 2018 , 12:15

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ. შეხვედრას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება "ნაციონალური მოძრაობა." ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტი

აუდიტის სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბილბორდების საქმის შესწავლა დაიწყო

21 ნოემბერი, 2018 , 12:15

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბილბორდების საქმის შესწავლა დაიწყო. აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილის, ეკატერინე ღაზაძის განცხადებით, მიმდინარეობს მასალების

ხელს მოვაჭრი თუ ვინმე გაბედავს გაყალბებას- ბიძინა ივანიშვილი

21 ნოემბერი, 2018 , 12:15

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, არალეგიტიმურია. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივ

ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ცოცხების კადრები დადგმული იყო - მიხეილ სააკაშვილი

21 ნოემბერი, 2018 , 11:10

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ციხის კადრები დადგმული იყო. ამის შესახებ მან გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისივე თქმით, იგეგმებოდა ევროპული სტანდარტის ციხეების მშენებლობა,