უკან

პოლიტიკა

2 თებერვალი, 2018 17:50
font-size

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ქურდული სამყაროს წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილების პროექტი წარადგინა

ვიცე-პრემიერმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე წარადგინა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც მთავრობამ უკვე დაამტკიცა და განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა.

ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას/ სამინისტროს ინიციატივაა, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს სასჯელი ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის და დანაშაულად გამოცხადდეს მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც აქამდე სისხლის სამართლის წესით არ ისჯებოდა.

სისხლის სამართლის კოდექსში და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონში წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს:

სასჯელის გამკაცრებას ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის;

აფართოებს სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს, კერძოდ, დანაშაულად ცხადდება:

ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა - სისხლის სამართლის წესით დაისჯება ნებისმიერი პირი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრს ან კანონიერ ქურდს მიმართავს დავის მოგვარების ან/და გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით;

ქურდული სამყაროს მხარდაჭერა - ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უწყობს ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელებას;

ქურდული შეკრების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა - თუ აქამდე არსებული კანონმდებლობით ამგვარი შეკრების ორგანიზებისთვის მხოლოდ კანონიერი ქურდები ან ქურდული სამყაროს წევრები ისჯებოდნენ, კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება ნებისმიერი პირი, რომელიც, ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა/გადაწყვეტის მიზნით, მსგავს შეკრებას დააორგანიზებს ან მასში მონაწილეობას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, „კანონიერ ქურდობაზე“ თავისუფლების აღკვეთა არის 7-დან 10 წლამდე, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ იქნება 9-დან 15 წლამდე, „ქურდული სამყაროს“ წევრობაზე არის თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე, იქნება - 7-დან 10 წლამდე.

ივანიშვილის მამოძრავებელი მოტივი საქართველოს რუსეთში შეთრევა კი არაა, არამედ ამ ქვეყნის გადაქცევა საკუთარ შპს-დ - დავით ზურაბიშვილი

21 ივლისი, 2019 , 17:33

მე რომ მკითხო სრულიად ელემენტარული საღი აზრი და ლოგიკაა საჭირო იმის დასანახად, რომ ივანიშვილის მამოძრავებელი მოტივი საქართველოს რუსეთში შეთრევა კი არაა, არამედ ამ ქვეყნის გადაქცევა საკუთარ შპს-დ. - ამის შესახებ წერს &ldq

არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

20 ივლისი, 2019 , 11:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ბოლო დღეს არჩილ თალაკვაძემ შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ

ლაშა დარსალია ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

20 ივლისი, 2019 , 10:59

18-19 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, თომას

დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

19 ივლისი, 2019 , 16:30

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალინმა

საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

19 ივლისი, 2019 , 11:44

საქართველოს დელეგაციამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით 13-19 ივლისს ნიუ-იორკში მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში (HLPF) მიიღო მონაწილეობა

საქართველოში ტურიზმის მხარდასაჭერად ისრაელის დელეგაცია იმყოფება

18 ივლისი, 2019 , 14:20

„ისრაელის სახლის“ მოწვევით, თბილისს ისრაელის ქნესეთისა და პრემიერ ნეთანიაჰუს პარტიის - ლიქუდის წევრები, აგრეთვე, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ. 25-კაციან დელეგაციას ქნესეთის მმართველი კოალიციი

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს