უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 მაისი, 2019 10:55
font-size

გიორგი გახარიამ საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გიორგი გახარია საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს (SGDSN) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც გენერალური მდივნის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ქსავიე დე ვუალმო ხელმძღვანელობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიოში, მათ შორის კიბერსივრცესა და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური მდივნის მოადგილე ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

„გიორგი გახარიამ ქსავიე დე ვუალმოს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ახლად შექმნილი საბჭოს კონცეფციაზე, მიზნებსა და მთავარ გამოწვევებზე. ფრანგმა კოლეგებმა ქართულ მხარეს საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს გამოცდილება გაუზიარეს“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს გიორგი გახარიამ ფრანგულ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო მუდმივად გრძნობს საფრანგეთისგან.

საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით მორიგი კომუნიკაცია შედგა

5 ივნისი, 2020 , 17:15

დღეს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან. სომეხმა კოლეგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა

იყო განხილული ჩემი კანდიდატურა თბილისის მაჟორიტარებს შორის - გიორგი ვაშაძე

5 ივნისი, 2020 , 16:35

გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებიდან ერთ-ერთში ოპოზიციის მხრიდან სწორედ "ახალი საქართველოს" კანდიდატი იქნება წარდგენილი. მისი თქმით, განიხილება მისი კანდიდატურა. ამის შესახებ "ახალი საქართველოს

არ ვაპირებ თავი მოვატყუებინო და ჭკუაში მოგვიგოს ბიძინა ივანიშვილმა იმით, რომ საფრთხობელად უნდა მუდმივად გამოიყენოს სააკაშვილის დაბრუნება - ნინო ბურჯანაძე

5 ივნისი, 2020 , 16:35

"არ არის გამორიცხული, რომ ყველა ოლქში შეთანხმება ვერ შედგეს და ჩვენც ყველა ოლქში არ დავუჭიროთ მხარი კანდიდატურებს, მაგრამ ესეც არ არის კატასტროფა,” - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯ

გიორგი ახვლედიანი პოლიტიკიდან მიდის

5 ივნისი, 2020 , 16:00

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი პარტიას ტოვებს. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში მასზე ცილისმწამებლური მასალა გავიდა. "ტვ პი

„ლელო საქართველოსთვის“ თამარ ჩუგოშვილს პოლიტიკური თანამშრომლობას სთავაზობს

5 ივნისი, 2020 , 12:30

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ „ლელო საქართველოსგან“ პოლიტიკური თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო. როგორც ჩუგოშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური თ

„გირჩი“ საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პარტიული სიით მიიღებს მონაწილეობას

5 ივნისი, 2020 , 11:57

„გირჩი“ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. „გირჩიდან“ მე განვიხილებო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!