უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ივლისი, 2020 13:03
font-size

გიორგი გახარიამ საფრანგეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

გიორგი გახარიამ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის დადებით დინამიკას და აღინიშნა, რომ საფრანგეთი და საქართველო ერთმანეთისთვის სანდო და საიმედო პარტნიორებს წარმოადგენენ.

როგორც საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, საფრანგეთი უმაღლეს შეფასებას აძლევს საქართველოს ხელისუფლების და ზოგადად, საჯარო სექტორის მოქმედებებს პანდემიის პირობებში, რამაც ნათლად აჩვენა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა COVID-19-თან ბრძოლაში.

ფრანგმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა კვლავაც გრძელდება, რისი დადასტურებაც არის, მათ შორის, ფინანსური დახმარება, 190 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც საფრანგეთის განვითარების ფონდმა საქართველოსთვის გამოყო.

პრემიერმა და საფრანგეთის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მნიშვნელობა. გიორგი გახარიამ და დიეგო კოლასმა ისაუბრეს ასევე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის ხელშეწყობაზე, რაც საქართველოში საფრანგეთის ავიაკომპანია „AირFრანცე“-ს ფრენების აღდგენას გულისხმობს.

“ვისაუბრეთ წინასაარჩევნო პერიოდზე, მოლოდინებზე, კამპანიაზე, პრიორიტეტებზე” - ეკა ბესელია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

7 აგვისტო, 2020 , 17:45

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა წინასაარჩევნო პერიოდი და სასამართლო რეფორმა ი

ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია - სალომე ზურაბიშვილი

7 აგვისტო, 2020 , 17:25

ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია. ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ყველას გვახსოვს, რომ ჩვენი, ოსებისა და აფხაზების ერთობა ათასწლეულებს ითვლის, – ამის შესახე

მცხეთა-მთიანეთში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იქნება

7 აგვისტო, 2020 , 15:55

მცხეთა-დუშეთი-მთიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იქნება. საკუთარი კანდიდატურა ნათელაშვილმა მცხეთის გამგეობასთა

„ლელო საქართველოს“ გუნდს ლევან სამუშია შეუერთდა

7 აგვისტო, 2020 , 15:15

“ლელო საქართველოსთვის“ გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი - ლევან სამუშია შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუ

ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, ჩვენ ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე ვდგავართ და ამ პროცესში ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები - გიორგი გახარია

7 აგვისტო, 2020 , 12:45

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ტერიტორიები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

7 აგვისტო, 2020 , 12:45

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში, საგარეო უწყება ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ფედერაციის მიერ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე